საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედებითი არტ ფორუმი We Are The World, რიგის საბავშვო ტელერადიო აკადემია Riga KIDS TV & RADIO Academy და საერთაშორისო ტალანტების კონკურსის მეორე სეზონი - Black Sea Stars 2019

 პირველად ბათუმს რიგის საბავშვო ტელერადიო აკადემიის მოზარდები ეწვევიან . 23-30 ივნისს ბათუმი არტ-ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს და შავი ზღვის ვარკვლავებს –Black Sea Stars 2019 – ის გამარჯვებულს გამოავლენს . პროექტის მიზანია ქართველი და უცხოელი მოზარდების ინტეგრაცია ,გამოცდილებისა და კრეატიული იდეების გაზიარება თანამედროვე კინოსა და მედია ხელოვნებაში. საქართველოსა და ლატვიის ერთობლივი პროექტი - ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება - დეტალები გადაცემაში ,#ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები: ესპანეთის საპროდიუსერო ცენტრის დამფუძნებელი და საერთაშორისო კულტურის ცენტრ "შავი ზღვის გლობალ არტ ლიგა" -ს ხელმძღვანელი , ასოციაცია ქართული კულტურის ცენტრის ,,ევროჯორჯიას’’ პრეზიდენტი ნატალი მიქავა სტუარტ-ფოქსი.
აჭარის კულტურის სააგენტოს და ბათუმის ქალთა კლუბის ხელმძღვანელი , ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი თამარ გუდავა და  ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლის დირექტორის მოადგილე დიანა ხაჯიშვილი

 გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -
ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე  

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019