ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციები ,თანამედროვე ტექნოლოგიები,კომპიუტერული თამაშები და მოზარდები

რა გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები მოზარდებზე ,რამდენად უსაფრთხოა ისინი ბავშვებისთვის . რას თამაშობენ მოზარდები , რამდენ საათს ატარებენ ისინი ინტერნეტ სივრცეში .როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციები ..

#გადაცემაში ონლაინ თამაშების დადებით და უარყოფით მხარეებზე თავიანთ აზრს გაგვიზიარებენ სპეციალისტები, მშობლები და მოზარდები .
#გავეცნობით 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რეკომენდაციებს .მოვისმენთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის #თამარგაგოშიძის რჩევებს თემაზე - კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვის განვითარებაზე .

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 –ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017