ევროპის ჩემპიონი კესარია მგელაძე , ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეების მიღწევები, ბათუმის კერძო სკოლა ,, თამარისი’’–ს მეხუთეკლასელები.

9  წლის  კესარია  მგელაძე  ევროპის  ჩემპიონია   -  რა  არის  მთავარი წარმატების  მისაღწევად , რამდენად  რთულია  ჩემპიონის  ტიტულის მოპოვება  , რაზე  ოცნებობს  და  რა გეგმები  აქვს  ნორჩ  მოჭადრაკეს  – გადაცემის პირველ  ნაწილში ამ ტემაზე  ვისაუბრებთ , ასევე  აჭარის  ჭადრაკის  ფედერაციის  ახალ  პროექტებს    და  ნორჩი  ბათუმელი  მოჭადრაკეების  მიღწევებსაც  გაგაცნობთ ..

აჭარის   ჭადრაკის  ფედერაციის  გენერალური  მდივანი,  ფედერაციის    პრეზიდენტის , გროსმაისტერის   სალომე  მელიას  დედა  –  ქეთევან  მუხაშავრია , საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, FIDE-ს არბიტრი  ლეონიდ  ნეურონოვი   და  ნორჩი  ჩემპიონი  კესარია  მგელაძე  – მამასთან , მალხაზ  მგელაძესთან  ერთად   იქნებიან  გადაცემის  პირველი  ნაწილის  სტუმრები  ..

მეორე  ნაწილი  კი  ბათუმის კერძო  სკოლა ,, თამარისი’’–ს  მე–5 კლასელებს  დაეთმობათ ,  ბავშვები,  საზაფხულო  არდადეგების  დაწყებამდე   რადიოჟურნალისტიკით  დაინტერესდნენ  და  რადიო  ,,აჭარას’’  სტუმრობდნენ  , როგორია  მათი  შათბეჭდილებები   და როგორ აპირებენ  ბავშვები  საზაფხულო არდადეგები გატარებას  ამას რამდენიმე  წუთში  გაიგებთ.

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019