სასკოლო კლუბების ინიციატივები , გამარჯვებული პროექტები , მოსწავლეთა გზავნილები , მონოლოგები , შეცვალე მსოფლიო კეთილი საქმით, მსოფლიოს მეორე მხარე ..

მოგეხსენებათ ,  აჭარის   განათლების,  კულტურისა  და  სპორტის სამინისტრო „კონკურსებისა და ოლიმპიადების“  ქვეპროგრამის ფარგლებში  ყოველწლიურად  სასკოლო  კლუბების ინიციატივების დაფინანსებას  ახორციელებს,

წელს  85  პროექტიდან     17  გამარჯვებული  კლუბის  პროექტი   გამოვლინდა -უფრო  დეტალურად  სასკოლო  კლუბების  მნიშვნელობის  შესახებ  გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ - აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაკაშიძე    ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ლეღვას  პირველი  საჯარო სკოლის  მოსწავლე  ლიკა  ჯინჭარაძე  და  ბათუმის  მე-20  საჯარო  სკოლის  მოსწავლე  ნინო  ქამაშიძე ..

მეორე  ნაწილი კი   დაეთმობა ..   ბათუმის  კერძო  სკოლა „ განათლების“ მკითხველთა  და  კრიტიკოსთა  კლუბის  საგანმანათლებლო  პროექტს- ,,8  წუთი  8  ამბავი ‘’ - მოვისმენთ  მოსწავლეთა  გზავნილებს  და  ეტაპობრივად  გავეცნობით  მონოლოგებს , რომლებიც  მოზარდებმა   მონოლოგების  საღამოსთვის    შექმნეს .  რა   თემებს  ეხება   მონოლოგები  და  რა  აქვთ  სათქმელი ახალგაზრდებს  ამას  ჩვენი  გადაცემებიდან  შეიტყობთ .. დღეს  მოისმენთ  ქეთი  ბოლქვაძის  მონოლოგს - მსოფლიოს მეორე მხარე..

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019