ეკო-ბანაკი და "ეკოლოგიური წიგნიერება ,''ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი, მოსწავლეთა გზავნილები, მონოლოგი - უპასუხისმგებლობა

ხელვაჩაურის  ახალგაზრდობის  ცენტრის  სამ  დღიანი  ეკო-ბანაკი "ეკოლოგიური  წიგნიერება  და  საინფორმაციო  ტური  მაჭახელას ეროვნულ  პარკში .

გადაცემის  პირველ  ნაწილში  ხელვაჩაურის  ახალგაზრდობის  ცენტრის   ახალ  პროექტებზე  , მუშაობის  პრინციპებზე ,  მიზნებსა  და  პრიორიტეტებზე    ისაუბრებენ  - ხელვაჩაურის  ახალგაზრდობის  ცენტრის  ხელმძღვანელი  ნატა  ხინკილაძე და ახლაგაზრდობის  ცენტრის  წევრები - ხატია  კახიძე  და  ნანა  ჯიხაძე

მეორე   ნაწილი     დაეთმობა  ..    მკითხველთა  და  კრიტიკოსთა  კლუბის   საგანმანათლებლო  პროექტს  – ,,8  წუთი  8  ამბავი ‘’

დღეს  თქვენს  წინაშე   მეგი  პაქსაძე  წარსდეგბა  –  მონოლოგით - უპასუხისმგებლობა  ..

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019