სტუდია ,, ლიმპოპო ‘ საბავშვო ხელოვნების სტუდიების მნიშვნელობა , სწავლების მეთოდები, მიღწევები , პერსპექტივები, შედეგები ..

#დღესგადაცემაში -ბათუმის საესტრადო ხელოვნების სტუდია ,,ლიმპოპოს ‘’ დამფუძნებლები და აღსაზარდელები ..

 რა არის სტუდიის მიზანი ,რომელ მუსიკალურ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას , როგორ ტარდება ვოკალის გაკვეთილები ,
 რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკის გათვალისწინებით რეპერტუარის სწორად შერჩევას.რამდენად უწყობს ხელს ხელოვნების სტუდიები მოზარდების მუსიკალური გემოვნების და აზროვნების ჩამოყალიბებას  და  როგორია შედეგები .. დეტალები გადაცემაში ,#ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები
სასტრადო ხელოვნების სტუდია ,, ლიმპოპოს’’ დამფუძნებელი ,მუსიკისმცოდნე , პიანისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თამაზ ნიკოლაიშვილი , სტუდიის ხელმძღვანელი ლეილა ალექსანდროვა  ,  მეტყველების პედაგოგი  ქეთევან  ზოიძე..
და  სასტრადო  ხელოვნების სტუდია ,, ლიმპოპოს’’ აღსაზრდელები ლიზა ბიჩინაშვილი , ანანო ბეჟანიძე ,

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .

გვისმინე

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019