იაკობის დედაენა სკოლებში,ადაპტირებული ვერსის პრეზენტაცია,ეროვნული იდეა-განათლება,მოსწავლეთა გზავნილები.,მონოლოგი- უბრალოდ გრამატიკა--გავუფრთხილდეთ ქართულ ენას

16 ივლისი  - გერგეტობაა ... გილოცავთ გერგეტობას ! 
უწმინდესმა ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა და 2002 წლიდან სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას - სიყვარულის დღეს , გერგეტობის მადლი შეგეწიოთ ..

️ #თემა საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ბრუნდება..

#გადაცემისპირველნაწილში ️მოისმენთ გუშინ , სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ სკოლებში „დედაენის“ დაბრუნების ადაპტირებული ვერსიის პრეზენტაციაზე - ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს ,️ გონების თვალს გადაავლებთ დედაენის შექმნის ისტორიას და გაეცნობით ლეგენდას ,,აი ია’’-ზე .

#მეორენაწილი რუბრიკა ,, მოსწავლეთა გზავნილები ‘’ გრძელდება ..
ბათუმის კერძო სკოლა „ განათლების“ მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის საგანმანათლებლო პროექტი - ,,8 წუთი 8 ამბავი ‘.-’
მე-9კლასის მოსწავლის ანანო დუმბაძის მონოლოგი -,,უბრალოდ გრამატიკა ‘’ -გავუფრთხილდეთ ქართულ ენას -
დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

️გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019