სამეცნიერო ბანაკი , ინოვაციური პროექტები, ბანაკური ცხოვრების ქრონიკები, მოსწავლეთა გზავნილები, მონოლოგი-ამბები რომლებიც გვზრდიან

დღეს, 19 ივლისს , თურქეთის ,ქალაქ იზმირის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამის მონაწილეეები საქართველოდან - გადაცემაში,, ღია ეთერი'' 13 საათსა და 10 წუთზე- ტალღაზე FM 104.5..

თემა  თურქეთის სამეცნიერო ბანაკი , საზაფხულო პროგრამაში მონაწილე მოსწავლეები , ინოვაციური პროექტები და ბანაკური ცხოვრების ქრონიკები

გადაცემის პირველ ნაწილში გავარკვევთ ️რამდენად აქვთ მოზარდებს თავიანთი იდეების, მიღწევებისა და ნოვატორული პროექტების რეალიზების საშუალება , რამდენად ინტერესდებიან სამეცნიერო სფეროთი და როგორია შთაბეჭდილებები .

პირველი ნაწილის სტუმრები
სამეცნიერო ბანაკის ჯგუფის ხელმძღვანელი- აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალიატი ლია გოგიტიძე და  სამეცნიერო ბანაკის მონაწილეები- ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გურამ ბერიძე ,მარიამ ბეღელაძე და კერძო სკოლა ევრო -2000 - ის მოსწავლე ანა ჯინჭარაძე

მეორე ნაწილი რუბრიკა ,, მოსწავლეთა გზავნილები ‘’ გრძელდება ..
ბათუმის კერძო სკოლა „ განათლების“ მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის საგანმანათლებლო პროექტი - ,,8 წუთი 8 ამბავი ''
მე-11 კლასის მოსწავლის თეკლა ტარიელაძის მონოლოგი - ,, ამბები , რომლებიც გვზრდიან ’’ - 

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019