ლიდერობის პროგრამა და ახალგაზრდა ლიდერი ივლიტა ბორჩხაძე-პროგრამის ერთადერთი გამარჯვებული აჭარიდან. On-Demand Youth Leadership Program

ლიდერობის პროგრამა და ახალგაზრდა ლიდერი ივლიტა ბორჩხაძე-პროგრამის ერთადერთი გამარჯვებული აჭარიდან.

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან: 

ახალგაზრდა ლიდერი, ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ივლიტა ბორჩხაძე

ლიდერობის პროგრამის ერთ-ერთი მენტორი, ქეთი გორდეზიანი

-რა არის ლიდერობის პროგრამა

-რა მიზნებს ისახავს და როგორ შეიძლება პროგრამაში მონაწილეობის მიღება

დეტალებს იხილავთ გადაცემაში 

====
#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავლაზე

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათსა და პარასკევს -

13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 ღია ეთერი ზურა გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან- გიორგი ბოლქვაძე, გადაცემის პროდიუსერი-ირმა ჩხაიძე

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017