მოზარდები საქართველოს მომავალზე - გზავნილები და მოსაზრებები დღევანდელობაზე.

LIVE  -#უსმინეთმოზარდებს

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 

- რას ფიქრობენ ბავშვები , რაზე აკეთებენ აქცენტებს, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ , რას შეცვლიდნენ უკეთესი მომავლისთვის გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე რომ იყვნენ. სად და როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს სკოლაში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, მსოფლიოში და შესაძლებლობის შემთხვევაში როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას ..

დეტალები გადაცემაში -  FM104.5 • ღია ეთერი

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017