პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის ინსტიტუტი და არსებული გამოწვევები არასწრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვისას.

LIVE -  FM104.5 -ზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრისგან 

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო გუგესაშვილი.

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- პერსონალური მონაცემების დაცვა აქტუალურ პრობლემად იქცა. ყველაზე დაუცველ ჯგუფს შორის არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც ხშირად არ აქვთ უნარი გაიგონ თავიანთი ონლაინ საქმიანობის შედეგები. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასევე იზრდება ბავშვებისა და მოზარდების პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

თემა: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი გერმანიაში და ანსამბლ ,,კოლხათი“’ მოხიბლული ევროპელები . ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხამ’’ რეპეტიციები განაახლა და ახალ სასწავლო წელს კონცერტის გამართვას გეგმავს .. გადაცემაში მოისმენთ ნორჩი მოცეკვავეების მოსაზრებებს. ქართულ საცეკვაო ფოლკლორზე.. სტუმრები :ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,, კოლხა’’-ს წევრები მარიამ ჯორთმენაძე, ნატა სიხარულიძე , დანიელ ხინკილაძე და მათი ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა , გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

10 სექ 2018

WASH-პროექტი- ხელის დაბანის ტექნიკა და USAID –ის მიერ დაფინანსებული ,,წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის’’ პროექტი აჭარაში – დღეს , გადაცემაში ,,ღია ეთერი’’.. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ხელების დაბანა ჯანმრთელობის დაცვის უმთავრეს წესად ცხადდება. ის ჩვენი ცხოვრების ჩვევად უნდა იქცეს. ჩვევა კი შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ , რადგან დაუბანელ ხელებს კატასტროფული შედეგები მოაქვს. სწორედ ამ და სხვა ჰიგიენური პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს WASH პროექტი , რომელიც აჭარაში 2015 წლიდან ხორციელდება .. -რა შედეგები მოაქვს პროექტს .-რა დაავადებებს იწვევს დაუბანელი ხელების პრობლემა . -რა იცინ ბავშვებმა და მშობლებმა ხელების სწორად დაბანის შესახებ - როგორ დავარწმუნოთ ბავშვები ხელის დაბანის აუცილებლობაში და -უბრალოდ , როგორ დავიბანოთ ხელები სწორად . დღეს რეკომენდაციები და რჩევები სპეციალისტებისაგან . გადაცემის სტუმრები :დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი – ლელა სტურუა .. ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირ ,,ჰერა’’ –ს ‘ აღმასრულებელი დირექტორი მარიკა დავითულიანი .. და ბავშვები და მშობლები , რომლებიც თავინთ აზრს გაგვიზიარებენ .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

12 ივლ 2018

,, გაატარე მეგობრული ზაფხული'' -- "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა ხორციელდება...საზაფხულო ბანაკების როგორი არჩევანი აქვთ ბავშვებს , სად და როგორ ისვენებენ მოზარდები – დღეს , გადაცემაში ,,ღია ეთერი’’..თემა : #საზაფხულობანაკებიმოზარდებისთვის ..სტუმრები: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა კალაძე. აჭარის მოსაწვალე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე, სტუმარი კიევიდან – მოსწავლე ახალგაზრდობის ტურიზმის, მხარეთმცოდნეობის და სამხედრო –პატრიოტული აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილე ანა პავლიუკი და მოზარდები, რომლებიც უკვე საზაფხულო ბანაკში იმყოფებიან დემეტრე ზოიძე , დიანა შავაძე და ბანაკის ინსტრუქტორი ნათია კახაძე .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

09 ივლ 2018

წიგნიერი ზაფხული – ასე ჰქვია პროექტს , რომელიც ბავშვებს საზაფხულო არდადეგების საინტერესოდ გატარებას სთავაზობს , სხვადასსხვა აქტივობებს მოიცავს და ჟანრობრივად პროზას, პოეზიას, ზღაპრებსა და საგანმანათლებლო –შემეცნებით პროგრამებს აერთიანებს ... პროექტი – ,,წიგნიერი ზაფხული’’– იქნება დღეს ,, ღია ეთერის’’ თემა... გადაცემაში თანამედროვე საბავშვო მწერალ #ირმამალაციძეს გაიცნობთ, სპექტაკლით #სამშვენიეროსლამაზმანები ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკასთან არსებულ თეატრალური სტუდია ,, ნიღბების’’ წევრებს და მათ ხელმძღვანელებს- მაკა დიდებულიძეს , ნონა ტეფნაძეს და ნათია ბარბაქაძეს შეხვდებით ...,წიგნიერი ზაფხულის’’ საინტერესო აქტივობების შესახებ , პროექტის ავტორი ,ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე ისაუბრებს .. -გაინტერესებთ სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ "სამშვენიეროს ლამაზმანები", ? ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

05 ივლ 2018

ფერეიდნელი მოზარდები რომლებიც საზაფხულო არდადეგებს საქართველოში ატარებენ , ქართველ თანატოლებს ეცნობიან და ქართულს - ,,დედის ენას’’ ეძახიან –ონიკაშვილების ოჯახი სტუმრად აჭარაში , გადაცემის პირველ ნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული .. მეორე ნაწილი დაეთმობა სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირს „Batumi Open 2018“,რომელიც აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით 1-2 ივლისს ჩატარდა.. გადაცემაში გაგაცნობთ აგრეთვე ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაციის შესახებ , გაიგებთ ლია გიგაურის და მარიამ ჯაშის მოსაზრებებს ..…გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

02 ივლ 2018

,, ზღვაური ‘’ -ნორჩ შემოქმედთა კონკურსი და მოსწავლე - ახალგაზრდობის ლიტერატურული ჟურნალი -გადაცემის პირველ ნაწილში მომავალი თაობის საინტერესო წარმომადგენლებს შეხვდებით...26 ივნისს ,ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პოეზიის კონკურსის #ზღვაური2018” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა...სტუმრები :აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ-შემოქმედთა კლუბის ხელმძღვანელი, ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღაურის’’ მთავარი რედაქტორი , პროექტისა და იდეის ავტორი - პოეტი ბელა ქებურია. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები -. ბრინჯაოს პრიზის მფლობელი თაკო ყურშუბაძე , ოქროს პრიზის - მარიამ გრიგორიადი და გრან- პრის მფლობელი - პოეტი ნიკა ფუტკარაძე .. მეორე ნაწილი დაეთმობა ხელოვნების სართაშორისო ფესტივალს #ოცდამეერთესაუკუნისბავშვები "- ფესტივალი 29-30 ივნისს ბათუმში გაიმართება და მასში 6 ქვეყნის 450 ხელოვანი, 30 შემოქმედებითი ანსამბლი და 50 ინდივიდუალური შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას... დეტალები დღეს გადაცემაში'' სტუმარი- ივენთ კომპანია „ჯეო სტუმარის“ კულტურული ღონისძიებების მენეჯერი ვახტანგ ბერიძე გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

28 ივნ 2018

პირველი ნაწილი -საზაფხულო დავალებები - რას ფიქრობენ ბავშვები იმ დავალებების რაოდენობაზე , რომლებსაც ისინი სასწავლო წლის დასრულებისას იღებენ... როგორ ახერხებენ დროის გადანაწილებას - ამაზე ,გადაცემის სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ -სტუმრები :ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნადია გუნდაძე ..და ბათუმის საერო –ელიტარული სკოლა ,,გორდას ‘’ და ,, მასტერკლასის’’ მოსწავლეები ანა ბოლქვაძე , სანდრო ჩოგაძე და დავით კიკნაძე მეორე ნაწილი დაეთმობა რუბრიკას ,, შავი ზღვის მრავალფეროვნება’’. - იცით თუ არა -რით იკვებებიან შავი ზღვის ერთუჯრედიანი მცენარეები . –მოლუსკების და უხერხემლოების რამდენი სახეობა არსებობს, - რა ახასიათებს მედუზას და რა იდუმალებითაა მოცული შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება , ამაზე , აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი თამარ დარჩია ისაუბრებს .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

25 ივნ 2018

პირველი ნაწილი სპექტქკლი ,, გამზრდელი ‘’ , მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსი და საგრანტო პროექტი ეკო– ბანაკი გოგონებისთვის- გადაცემის პირველ ნაწილში ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ახალ პროექტებზე ვისაუბრებთ .. მეორე ნაწილი საგანმანათლებლო პროექტს და რუბრიკას ,, შავი ზღვის მრავალფეროვნება’’-ს დაეთმობა .. საქართველო მინიატურებში -გასართობმა ცენტრმა ,,ციცინათელამ’’ 15 ივნისს , საზაფხულო სეზონი გახსნა .. რა სიახლეებს სთავაზობს ატრაქციონების პარკი დამსვენებლებს და რამდენად უსაფრთხოა გართობა ბავშვებისთვის – ამას გადაცემის დასარულს გაიგებთ . .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

21 ივნ 2018

პირველი ნაწილი -პატარა ვირტუოზი, 13 წლის მევიოლინე, ,ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული – ბარბარე როინიშვილი.. ბარბარე , რამდენიმე დღეში იტალიაში მიემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე - ,,ვიოლინოს პატარა ჯადოქარი’’–ს პრიზის მოსაპოვებლად .. როგორია მისი სამომავლო გეგმები და რა მოლოდინი აქვს ბარბარეს პედაგოგს - დინა ჯაიანს ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. მეორე ნაწილი- აჭარის ხელოვნების მუზეუმის არტ– სტუდიას დაეთმობა , სასწავლი წლის ბოლოს ბავშვები პერსონალური გამფენისთვის ემზადებიან .. ნორჩი მხატვრები თავიანთ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ ..მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე და საბავშო სტუდიის სწავლების მეთოდებსა და ხელოვნების საიდუმლოებებზე არტ – სტუდიის ხელმძღვანელი , აჭარის ნხელოვენების მუზეუმის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ისაუბრებს .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე,გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5.(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

18 ივნ 2018

#საატესტატოგამოცდები // #ანსამბლიზღვისშვილები //.გადაცემის #პირველნაწილში - საჯარო სკოლებში გაკეთებულ ჩანაწერებს მოგასმენინებთ და მეტერთმეტეკლასელთა გამოცდების მიმდინარეობას გავეცნობით .. #მეორენაწილი ანსამბლ ,#ზღვისშვილებს’’ დაეთმობა .. 14 ივნისს , ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში "ზღვის შვილების" ახალი თაობა ხვიჩა მაღლაკელიძესთან ერთად სოლო კონცერტს გამართავს .. როგორია სამზადისი ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .-სტუმრები :ანსამბლ ,,ზღვის შვილების ‘’- დირექტორი ნათია ინაიშვილი ,სამხატვრო ხელმძღვანელი ნონა დიასამიძე ანსამბლის წევრები თაკო ბერიძე და ალისა ჩიგოგიძე და ჩვენი თანაქალაქელი – გიტარისტი, მუსიკოს - იუმორისტი, მსახიობი და პედაგოგი ხვიჩა მაღლაკელიძე (სატ ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე.გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

11 ივნ 2018

#საქართველოსჩემპიონიკესარიამგელაძე #ნორჩმოჭადრაკეთამიღწევები #რევაზლაღძისგოგონათაგუნდი - დღეს ,5 ივნისს ,13 საათსა და 10 წუთზე - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' FM 104.5 პირველი ბლოკი :სტუმრები : #საქართველოსჩემპიონი 8 წლის მოჭადრაკე კესარია მგელაძე , საუკეთესო ხუთეულში გამარჯვებული მარიამ კალანდაძე . ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,, ნონას ‘’ დირექტორი , სპორტის ოსტატი ,საერთაშორისო არბიტრი- გიორგი ჭანტურია და კლუბის მენეჯერი უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი - მარიკა ჯაფარიძე . საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, "ფიდეს სენიორ ტრენერი" (FST), საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.(.სატ ჩართვა ) მეორე ბლოკი:დღეს, 18 საათსა და 30 წუთზე , ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.შემოგთავაზებთ ჩართვას მუსიკალური ცენტრიდან . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

04 ივნ 2018

,,ღია ეთერი’’ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს . -რა სურვილები აქვთ ბავშვებს , რას ფიქრობენ დღევანდელ დღეზე , თავიანთ ცხოვრებაზე, მომავალზე - -რა გამოწვევების წინაშე დგანან მოზარდები , რა არის მათი თაობის წარმომადგენლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ცხოვრებაში -დეტალები გადაცემაში ,,ღია ეთერი '' სტუმრები :ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე , ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ,ბლოგერი - ლილე მესხიძე , რომელსაც მის ასაკთან შედარებით საკმაოდ თამამი აზრები აქვს ..-ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი (სატ ჩართვა ) შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანას’’ დირექტორი ნანა საყვარელიძე .(სატ ჩართვა)ხულოდან ჟურნალისტი სოფო შავაძე ჩაგვერთვება . მოისმენთ ჩანაწერებს , რომლებიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში გავაკეთეთ. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზეგადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

31 მაი 2018

ქართული ფოლკლორი , რომელიც დროსა და თაობებს უძლებს,.XVIII საერთშორისო ფესტივალ - კონკურსი „ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო - 2018“ დასრულდა . ფესტივალის მნიშვნელობა და შედეგები - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' –- FM 104.5 -რამდენად ახერხებს ფესტივალი ახალგაზრდა თაობებში ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების პოპულარიზაციას და რამდენად აღწევს დასახულ მიზანს ..ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ . გადაცემის სტუმრები: აჭარის განათლების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი ანჟელა ქამუშაძე ,ფესტივალის ჟიურის წევრი - აჭარის დამსახურებული არტისტი, ქორეოგრაფი ნუგზარ შალიკაშვილი და ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ანსმაბლ ,, ცერულის ‘’ სოლისტი-ანასტასია გოგოლიშვილი.. p.s. ტრადიციულად, საერთაშორისო ფესტივალი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოების ორგანიზებით , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის ოფიციალური მხარდაჭერით იმართება . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

28 მაი 2018

თემა:დამოუკიდებლობის100წლისიუბილე ,26მაისიქრონიკები ,გაცოცხლებულიისტორიები და დღევანდელობა გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5. – ზე 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.. -რა არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში -რა იციან მოზარდებმა ამ ისტორიული თარიღის შესახებ და -როგორ ისწავლება საქართველოს ისტორია სკოლებში.- ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად შემოგთავაზებთ ჩართვას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან , სადაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შევეცდებით გავაცოცხლოთ წარსული აწყმოში ,რაშიც პროფესორი რამაზ სურმანიძე დაგვეხმარება . სტუდიის სტუმრები არიან მწერალი , პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე აჭარის მემატიანე , პროფესორი რამაზ სურმანიძე და ბათუმის მეორე და მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზურაბ გუჯაბიძე , ლაშა უსტიაშვილი ,და ზუკა ნემსაძე ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან ქეთევან ნაცვლიშვილი)

24 მაი 2018