9 მაისი - 80 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან, ევროპის დღე - თაობათა შეფასებები.

LIVE   

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, - საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, - გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა.

- რატომ 9 და არა 8 მაისი? ცვლის თუ არა რამეს ერთი დღე კალენდარში?

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #ქეთევან_ნაცვლიშვილი , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

საქართველო - ამერიკის საერთო პროექტი ... შეხვედრა აშშ-ის ელჩთან იან კელისთან .. ,, ამერიკული კუთხე ‘’ და მოზარდები -ამ თემაზე ისაუბრებენ დღეს, 17 ნოემბერს , , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .. როგორია ელჩთან ვიზიტის შთაბეჭდილებები , რა საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები ხორციელდება ,,ამერიკულ კუთხეში’’ და როგორია მოსწავლეთა აქტივობა.. დეტალები დღევანდელ გადაცემაში ... გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე.. მოსწავლეები .. ამერიკული კუთხის წევრები , გივი მათითაიშვილი , ლიზი ტუღუში , რიკარდი კოჩალიძე , პეტრე ლობჟანიძე და დეა დარჩიძე დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ... საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთევან ასათაშვილი

16 ნოე 2017

#ერთადვიზრუნოთდავიმსჯელოთმომავალზე ბავშვთა მიმართ ძალადობა - ბულინგი სკოლებში - როგორ ესმით ბავშვებს ბულინგის მნიშვნელობა .. რა სახის ძალადობა იკვეთება ... რამდენად ხშირად ვლინდება ძალადობის ფაქტები სკოლებში.. ვის ევალება ბავშვებზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა , პრობლემასთან გამკლავების რა გზები არსებობს , როგორია ბულინგის პრევენცია და .რას ფიქრობენ თავად მოზარდები ... ამ თემაზე ისაუბრებენ და იმსჯელებენ დღეს, 14 ნოემბერს , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ნატო მგელაძე ... სკოლის ფსიქოლოგი მაია ტყეშელაშვილი ... სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონის ბავშვზე ზრუნვის სამსახურის წარმომადგენელი , უფროსი სოც. მუშაკი ნინო ცეცხლაძე . ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში თიკო აბაშიძე და საქველმოქმედო ფონდ ,, იალქანის ‘’ დღის ცენტრის მოზარდები

14 ნოე 2017

გადაცემის პირველ ბლოკი: მომავალი თაობა , შემოქმედებისადმი ინტერესი და მოსწავლე ახალგაზრდების ლიტერატურული ჟურნალი ,, ზღვაური ‘’ პირველი ბლოკის სტუმრები : მარიამ გრიგორიადი , რუსუდან შარაშიძე , ნიკოლოზ ფუტკარაძე და მათი ხელმღვანელი , ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღაურის’’ მთავარი რედაქტორი , პროექტისა და იდეის ავტორი პოეტი ბელა ქებურია .. .. მეორე ბლოკი: ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი XII”- , სტუმრები : თბილისის ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ლევან დვალი და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე ნორჩი კონომოყვარული ფესტივალის ერთ -ერთი ორგანიოზატორი მარიამ ხუციშვილი

02 ნოე 2017

გადაცემის თემა: საზაფხლო სკოლები ბათუმში - სტუდენტებისთვის და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.. ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება, როგორ მიმდინარეობს სწავლება, რას ითვალისწინებს საზაფხულო სკოლის პროგრამა, როგორია სალექციო კურსის თემატიკა და რა საკითხებს განიხილავენ, რაზე მსჯელობენ საზაფხულო სკოლის მონაწილეები. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად გადაცემის პირველი ნაწილი - ფრანგულენოვან საზაფხულო სკოლას დაეთმობა , რომელიც უკვე გახსნილია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში .. გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი, საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნათია აბაშიძე .. და ფრანგულ-ქართული საზაფხულო სკოლის მონაწილეები ელენე ევგენიძე და მართა მატკავა... მეორე ნაწილში - ვისაუბრებთ ყოველწლიურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაზე , რომლის თემატიკა გახლავთ-,, ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში’’ .საზაფხულო სკოლას ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტი წელს მეხუთედ უმასპინძლებს. გადაცემის სტუმარი იქნება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე, დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან-მონეს კათედრის უფასო საზაფხულო სკოლა “ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა” - წელს პირველად ამოქმედდება ბათუმში.

05 ივლ 2017

გადაცემის თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდები გადაცემის სტუმრები: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე და ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მანუჩარ ლორია. 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება,რა სიახლეები იქნება 2017 წლის გამოცდებზე და როგორ მიმდინარეობს მზადება საგამოცდო პროცესისთვის.. .. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტუდენტობისთვის წელსაც საკმაოდ ბევრი – 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იბრძოლებს.რეგისტრაციის დასრულების მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანი სრულად, ან ნაწილობრივ შეცვალონ. –როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანა და რას შეიძლება შეეხოს იგი? სად და როგორ შეუძლიათ საგამოცდო ბარათების მიღება. ამ ყველაფრის წესებზე, ვადებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ვისაუბრბთ ახლა ჩვენ გადაცემის სტუმრებთან ერთად.

28 ივნ 2017

გადაცემის თემა: შპს. ბათუმის ავტოტრანსპორტი. გადაცემის სტუმარი: შპს. ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ბიბილეიშვილი. რა სიახლებია მომსახურების სფეროში და ველო–ტერმინალების სერვის ცენტრებში ..რას აკეთებს და როგორ ზრუნავს ბათუმის ავტოტრანსპორტი მოქალაქეთა კომფორტული მგზავრობისთვის. რა ეტაპზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პროექტი” და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაზე მუშაობა.. რა ღონისძიებები ტარდება , რომ გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების დონე, გაიზარდოს უსაფრთხოება, წახალისდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება და ფეხით გადაადგილება. P.S.გადაცემას(პირდაპირი ეთერის ჩანაწერს) განმეორებით მოისმენთ კვირას ,25 ივნისს ,17.00 სთ–ზე (ავტორი და წამყვანი ირმა ჩხაიძე, სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი )

21 ივნ 2017

გადაცემის თემა: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე... პირვლი ბლოკის სტუმრები :ქალაქ ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოქლვაძე პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაგვერთვებიან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრიდან - კულტურის ცენტრ ,, ჰარმონიას“ ხელმძღვანელი კახა ფირცხალაიშვილი.. და ხულოდან - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი სოფო შავაძე .. ,გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები : სოციალური პროექტის ,,ზღვა და სამყარო’’ - ხელმძღვანელი ინგა დიასამიძე , კლიპის რეჟისორი ირმა ჩხაიძე და პროექტის მონაწილეები- შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანას’’ აღსაზრდელი მარინა ქელეხსაევა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლე ქეთი ბიაძე

31 მაი 2017

გადაცემის თემა : ,,მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა , უკონტაქტო პატრულირება და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონი , რომელიც საქართველოს პარლამენტმა 21 აპრილს დაამტკიცა '' სტუმრები : პირველი ბლოკი -.შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი .. მეორე ბლოკი : დღეს 18 მაისი -მუზეუმთა საერთაშორისო დღეa... გადაცემის თემა; მუზეუმები , ახალი ექსპოზიციები , გამოწვევები და ვიზიტორთა მოლოდინები ... სტუმრები :ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე ,. საექსპოზიციო განყოფილების გამგე იზოლდა დუმბაძე... და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე.

17 მაი 2017

გადაცემის თემა: მიუსაფარ ძაღლთა პრობლემა , თავშესაფრები , მონიტორინგი , ვაქცინაცია და ცხოველთა უფლებები - სტუმრები : პირველი ბლოკი - ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის და ვეტერინარულ ცენტრ ,,აიბოლიტი’’ს ხელმძღვანელი კატერინე ბოგოტოვა , მთავარი ექიმი ზურაბ გოგაშვილი .. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ბიბილეიშვილი. და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ცხოველთა სამყარო’’-ს ხელმძღვანელი გულო ფუტკარაძე. მეორე ბლოკის სტუმარი : სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართცელოს ინსპექტორი , ვეტერინარი გიორგი კალანდაძე.

10 მაი 2017

გადაცემის თემა : დასაქმების ფორუმი და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" - პროექტი , რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში. სტიუდიის სტუმრები : განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აჭარის კოორდინატორი ლელა შანიძე, პროექტის კონსულტანტი ირმა ზოიძე და პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი თამარ დოლიძე .. პირდაპირ ეთერში სატ, ჩართვები : - აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა თბილისში, ქუთაისში , აჭარასა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს... გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს... საპილოტე პროგრამაზე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს ცენტრი საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დასაქმების ფორუმის ორგანიზებას გეგმავს.

03 მაი 2017