,,სიზმრიდან რეალობამდე’’ - 15 წლის დამწყები მხატვარ - დიზაინერი საბა კირკიტაძე .

LIVE 

ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა /სასწავლებელი/

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრისგან 

- დამწყები მხატვარ - დიზაინერი საბა კირკიტაძე .

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- საბა ბათუმის 28 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეა , პარალელურად იგი სამხატვრო სკოლაში მოდის დიზაინს ეუფლება . მისი პირველი გამოფენა 12 წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში შედგა. ცოტახნის წინ, სამხატვრო გალერეამ საბას მეორე პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა - ,,სიზმრიდან რეალობამდე ‘’. როგორია საბას მისწრაფებები , ემოციები , გზავნილები ...

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

"Tirnavia Ice cup 2018"- საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები , ნორჩი ჩემპიონები- გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 1- 4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ფიგურულ ციგურაობაში ჩატარდა თასის გათამაშება - "Tirnavia Ice cup 2018" - რომელშიც იუნიორთა და ნოვისების კატეგორიაში 20-ზე მეტი ქვეყნის 125-მდე მოციგურავე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეები, #ნორჩიჩემპიონები ასპარეზობდნენ: ,სხვადასხვა კატეგორიებში პირველი ადგილი დაიკავეს- ქეთევან მახარაძემ (9 წლის) დავით გურგენიძემ (10 წლის) და ილია გოგიტიძემ (13 წლის) #გადაცემისსტუმრები სწორედ ეს წარმატებული მოციგურავეები , საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები,. და სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ინგა ბუტიკაშვილი იქნებიან. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

15 ნოე 2018

,სიკეთის საგალობელი’’-ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები –საქველმოქმედო საღამოები და ,,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობა -გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 „სიკეთის საგალობელი’’-ბერი ანდრიას (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავას )ლიტერატურული კრებულის სცენაზე გაცოცხლებული ჩანახატები – ბერი ანდრიას #ფონდისშვილობილები მთელი საქართველოს მაშტაბით საქველმოქმედო საღამოებს აწყობენ.. გასტროლები აჭარიდან დაიწყო. .. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას მოხმარდება.სამწუხაროდ, საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი დიდია. ისინი ფიზიკურ ტკივილებს უმკლავდებიან, სულიერადაც მხნედ არიან, მაგრამ ჩვენი დახმარება აუცილებლად სჭირდებათ..

12 ნოე 2018

#თემა,,ოქროს მანდარინი“;-ბავშვთა პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ... #სტურმები . აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მადონა თევზაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე , თეატრმცოდმე ლილე შენგელია. აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალური დასის რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი და ნორჩი მსახიობი, სასახლის თეატრარული დასის წევრი, ნაბრი მიქელაძე.. 4 –დან 7 ნოემბერის ჩათვლით ბათუმი ბავშვთა პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ ,,ოქროს მანდარინს“. მასპინძლობდა .. ფესტივალის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,Yaskrava kraina"მხარდაჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

08 ნოე 2018

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი – სტარტაპ იდეები და შესაძლებლობები... რა მნიშნელობა აქვს მოზარდებისთვის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ბანაკს ,რომელსაც ბათუმი მასპინძლობდა , რა სტარტაპ იდეები წარადგინეს და რა პრაქტიკული რჩევები მიიღეს ახალგაზრდებმა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისგან. ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. შეხვდებით მოზარდებს , რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები , აქვთ სურვილი მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გახდნენ წარმატებული #ანტერპრენერები – ანუ საქმიანი ადამიანები , მეწარმე –მენეჯერები ..2 დან 4 ნოემბრის ჩათვლით ბათუმი #ინოვაციებისადათანამედროვეტექნოლოგიებისბანაკს მასპინძლობდა #სტურმები . -აჭარის მთავრობის თავჯდომარის მრჩეველი გოგი ფუტკარაძე. ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილე მოზარდები .. ქართულ ამერიკული სკოლის მოსწავლეები სალომე მიქელაძე , ანა ქამადაძე და ბათუმის მე–9 საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ქოქოლაძე .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან ქეთი ნაცვლიშვილი)

05 ნოე 2018

იმიტირებული არჩევნები , პროექტი ,, მეტი შეგვიძლია ‘’ , რომელიც ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება .. პროექტს საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს - ეს იქნება გადაცემის პირველ ნაწილის თემა . #სტურმები . წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე , სამოქალაქო განათლების 2017 წლის საუკეთესო პედაგოგი იმაზე მემარნე .. ევრო - 2000 ის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქეთევან რუსიეშვილი ,ამავე სკოლის თვითმმართელობის პრეზიდენტი ლაშა -გიორგი მიქელაძე და სკოლაში ჩატარებული იმიტირებული არჩევნების კომისიის თავჯდომარე ლიზი ვერძაძე . #მეორენაწილი დაეთმობა .. ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს ..ბანაკი სამდღიანი გახლავთ და განკუთვნილია აჭარის რეგიონის 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის ...#სტუმარი ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის წარმომადგენელი მარიამ სუმბაძე (სატ. ჩართვა)გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან ქეთი ნაცვლიშვილი)

01 ნოე 2018

,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო ‘’ – მოზარდები საქართველოს მომავალზე,მომავალი თაობის გზავნილები და მოსაზრებები დღევანდელობაზე -ეს იქნება გადაცემის პირველი ნაწილის თემა .. რას ფიქრობენ მოზარდები , რაზე აკეთებენ აქცენტებს, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ , რას შეცვლიდნენ უკეთესი მომავლისთვის სახელმწიფოს მეთაურის პოსტი რომ ეჭიროთ , სად და როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს სკოლაში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, მსოფლიოში და შესაძლებლობის შემთხვევაში როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას ..როგორია მომავალი თაობის გზავნილები -ამას გადაცემის პირველ ნაწილში გაიგებთ .. გაგაცნობთ ინფორმაციას „U18”-ს პროგრამის,, მეტი შგვიძლია''-ს შესახებ , პროექტი ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება მეორე ნაწილი კი ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას და სპორტულ ტურნირებს დაეთმობა ..

29 ოქტ 2018

საოჯახო საწარმო და მოზარდები, მეწარმეობა გატაცება თუ მომავალი პროფესია ,,პროექტი-,, ბიზნეს უნარჩვევები დაწყებით განათლებაში '' - დღეს ამ თემებს შევეხებით...ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე ვისაუბრებთ და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში მცხოვრებ სამშვილიან ოჯახს გავიცნობთ.. გავარკვევთ ვისი იდეა იყო ,,ჩირკოლადის ‘’წარმოება, როგორ და რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა საოჯახო საწარმოს გახსნა , რამდენად ინტერესდებიან მოზარდები სამეწარმეო საქმიანობით და როგორ ეხმარებიან მშობლებს ... სტუდიის სტუმრები იქნებიან: - კოოპერატივ ,,აგრო–გრუპის ‘’დამფუძნებელი დირექტორი ჯიმშერ ბერიძე , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში ზაირა ჯიბლაძე და მათი შვილები , ელენე და თამარ ბერიძეები.. გავიგებთ აგრეთვე , თუ რა შედეგებით დასრულდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ის მიერ დაფინანსებული პროექტი- ბიზნეს უნარჩვევები დაწყებით განათლებაში და როგორ მიმდინარეობს ,,მეწარმეობის საფუძვლების’’ სწავლება სკოლებში .. ამ პროგრამის შესახებ ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ‘’ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე ისუბრებს .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

22 ოქტ 2018

გადაცემის თემა:და სტუმრები :ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ფსიქოლოგიური კლინიკის ახალი პროექტები შშმ ბავშვებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის – -რა პროგრამები არსებობს და როგორ დახმარებას უწევს ფსიქოლოგიური კლინიკა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს - დღეს ამ თემაზე ისუბრებენ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ლექტორი , ინკლუზიური განათლების რეგიონალური კოორდინატორი - ციალა ტუღუში. პროგრამაში მონაწილე სტუდენტები თორნიკე დიდიძე და ნინო რუსეიშვილი ..ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ,ფსიქოლოგი რუსუდან კეჭაყმაძე,.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

18 ოქტ 2018

მოსწვალეთა აქტივობები არაფორმალურ სივრცეში - ,,ღვინობისთვე 2018’’ და ,,რთველი აჭარაში ... აჭარის აგროსერვის ცენტრში მოსწავლეებმა ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა . გადაცემის პირველ ნაწილში ამ თემაზე ვისაუბრებთ და შთაბეჭდილებებს მოვისმენთ და ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსაწვლეებსა და დირექტორს შეხვედებით .. მეორე ბლოკი დაეთმობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას --"მუშაობა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მიდგომით შშმპ ბავშვებთან და ოჯახებთან ".პროგრამის შესახებ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე ისაუბრებს(სატ. ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე).

15 ოქტ 2018

თემა: ახალგაზრდული ფორუმი და „ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ - პროექტი , რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) , ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება. გადაცემის სტუმრები:„ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ხელმძღვანელი , სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორი მაია ქათამაძე..პროექტის მონაწილე ახალგაზრდები - მარიამ ტარიელაძე, , სალიბაურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები - იმედა ლორთქიფანიძე და თორნიკე ქათამაძე ..გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ვახტანგ კონცელიძე (სატ. ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

11 ოქტ 2018

მიუსაფარი - ე. წ ,,ქუჩის ბავშვები’’ - რეალობა და პრობლემები -გადაცემაში ,, ღია ეთერი '' -ვინ არიან ,, ქუჩის ბავშვები“’ ,-როგორ ზრუნავს და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს . - რა არის ბავშვთა და მოზარდთა ქუჩაში ცხოვრების მიზეზები, --როგორია პრობლემასთან გამკლავების გზები . -ვინ არის დამნაშავე იმაში ,რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ – მშობელი ,სახელმწიფო თუ საზოგადოება .. -როგორია სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის შეხედულებები .ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით დღეს, გადაცემის სტუმრებთან ერთად.. პირველ ბლოკში –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,ფონდ ,, იალქანის ‘’ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე და ამავე ფონდის ბენეფიციარი ნინი . მეორე ბლოკში : სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და სააგენტოს ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე მოვისმენთ სტაჟიორების მიერ მომზადებულ სიუჟეტსაც , რომელიც ბათუმში არსებულ დღის ცენტრსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებულ მდგომარეობას გაგავაცნობს.გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

08 ოქტ 2018

თემა:ანიმაციური ფილმების მე -10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი 2018 ’’ , ანიმაციური ტექნოლოგიები და მულტფილმის შექმნის ხელოვნება. -როგორია ანიმაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ,როგორ მიმდინარეობს ფესტივალი და რა სიახლეებია წელს - ამაზე გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ ..მოისმენთ ჩანაწერს ახალშენის საჯარო სკოლიდან, ,გაიგებთ როგორ ასწავლიან ბავშვებს მულტიპლიკაციის ხელოვნებას და რას ფიქრობენ თავად მოზარდები.. თოფუზი" 2018 პირველიდან ექვსი ოქტომბრის ჩათვლით იმართება აჭარაში .. გადაცემის სტუმრები:ანიმაციის განვითარების ფონდის და ფესტივალ ,,თოფუზის’’ დირექტორი და დამაარსებელი ზურა დიასამიძე. ანიმაციის განვითარების ფონდის კოორდინატორი ანი გეჯაძე და ფესტივალის საბავშვო ჟიურის წევრები - ლიზი ჩხიკვაძე და ნინო ჩავლეიშვილი გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი)

04 ოქტ 2018

#UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა. ბავშვების სისხლში ტყვიის შეცველობას UNICEF-ი სწავლობს. რატომ გადაწყვიტა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მაშტაბური კვლევის ჩატარება საქართველოში ; როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს და რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები დღეს გადაცემაში ,, ღია ეთერი'. გადაცემის სტუმრები: დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი, ექიმი ტოქსიკოლოგი ეკა სანიკიძე , გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ჯანდაცვის სპეციალისტი თიკო უგულავა (სატ, ჩართვა) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

01 ოქტ 2018

განათლების რეფორმის წარდგენა და იყალთოს აკადემია, ახალი სასწავლო წელი და სიახლეები საჯარო სკოლებში. საგნობრივი ოლიმპიადები და გამარჯვებული მოსწავლეები. პექტაკლის პრემიერა და 82-ე თეატრალური სეზონის გახსნა - დღეს, 14 სექტემბერს ,13 საათსა და 10 წუთზე- გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5.. ქვეყნის მთავრობამ დღეს კახეთში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, განათლების რეფორმის ხედვა წარადგენა და სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელა.გადაცემაში გაეცნობით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მიმდინარე სიახლეებს .. მოისმენთ ინფრომაციებს , რომლებიც საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს ცენტრის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს .შეხვდებით საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს - არჩილ ჯორბენაძეს , ანრი ქაჯაიას და ზურა ცეცხლაძეს , ( მოზარდები მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით თავინთ ხედვებსაც გაგვიზიარებენ ) და ბოლოს წინასაპრემიერო განწყობას შეგიქმნით,ერთად შევიხედავთ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სადაც ხვალ, 15 სექტემბერს 82-ე თეატრალური სეზონის გახსნა და დიდი პრემიერაა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე ..გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

13 სექ 2018

თემა: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი გერმანიაში და ანსამბლ ,,კოლხათი“’ მოხიბლული ევროპელები . ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხამ’’ რეპეტიციები განაახლა და ახალ სასწავლო წელს კონცერტის გამართვას გეგმავს .. გადაცემაში მოისმენთ ნორჩი მოცეკვავეების მოსაზრებებს. ქართულ საცეკვაო ფოლკლორზე.. სტუმრები :ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,, კოლხა’’-ს წევრები მარიამ ჯორთმენაძე, ნატა სიხარულიძე , დანიელ ხინკილაძე და მათი ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა , გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

10 სექ 2018