„ვაზომოტორული რინიტი“- საერთაშორისო კინოფესტივალებზე - მამა და შვილები კადრს მიღმა ...

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 
 -  რეჟისორი მიხეილ გაბაიძე და მისი შვილები - ბარბარე და სიდონია გაბაიძეები ..

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

მიხეილ  გაბაიძის  სადიპლომო  ნამუშევარმა , რომ არაერთი საერთაშორისო  კონოფესტივალის პრიზი მიიღო . ამ წარმატებაში  უდიდესი როლი   მიხეილ გაბაიძის ოჯახმაც ითამაშა,  მეუღლე - ფილმის პროდიუსერია და შვილები კონოფესტივალებზე მოხალისეობრივი მონაწილოებით მართლაც  რომ  მნიშვნელოვან საქმეს  აკეთებენ.„ბავშვები მამას შეუერთდნენ და  საკუთარი წვლილი შეიტანეს  ფილმის ფესტივალურ პრეზენტაციაში, შეიძლება ითქვას ბავშვები მამის გვერდით, ფილმის პატარა შემოქმედებად“იქცნენ  ,  როგორია მათი შეფასებები და გზავნილები , რამდენად მნიშვნელოვანია კონოფესტივალებზე მოხალისობრივი მონაწილოება და რა სამომავლო გეგმები აქვთ  გოგონებს - ამას დღევანდელი გადაცემიდან გავიგებთ ...

-                   დეტალები გადაცემაში 

====
 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -
 ..13 საათსა და 10 წუთზე #ღიაეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე, გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze
https://ajaratv.ge/radio
https://ajaratv.ge/show/68
https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353
#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე
 
 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017