გილოცავთ გურულ კალანდას და შობა-ახალ წელს | ღია ეთერი | 13.01.2026

#2026წლისპირველიგადაცემა

#ღიაეთერი გილოცავთ გურულ კალანდას და შობა-ახალ წელს 

- აჭარაში დამკვიდრებული ტრადიციები და დღემდე შემორჩენილი საახალწლო რიტუალები. 

- ჩვენი პატარა რესპონდენტების საახალწლო განწყობა სურვილები და ემოციები Keti Zosidze-ის სიუჟეტში

დეტალები გადაცემაში 

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- 2025 წელს ჩვენ ვეცადეთ, შეგვექმნა გარემო, სადაც ფიქრი თავისუფალია; შეკითხვები-საჭირო; ხოლო პასუხები-აუცილებელი. მიგვაჩნია, რომ ამ მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია და ამის დასადასტურებლად ჩვენი გადაცემების მოსმენა ალბათ საკმარისია, ვინაიდან, გავიცანით ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა-საოცარი მისწრაფებებით; ვისაუბრეთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აინტერესებდა და ვეცადეთ გაგვეცა პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც მათ საკუთარი თავის აღმოჩენაში დაეხმარებოდა. ამდენად, ჩვენ, თქვენი, მსენელების დახმარებით, შევძელით მიგვეღწია დასახული მიზნებისათვის. 

- 2026 წელი კიდევ ბევრს სიახლესა და პერსპექტივას გვპირდება

====

გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე #ღიაეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე, გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68-ghia-eteri

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019