დილა 104,5 -ზე

დილა 104,5 -ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა  ''დილა 104.5-ზე''

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  9-დან 11 საათამდე.

გადაცემის მიზანია მსმენელს მიაწოდოს საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია-სხვადასხვა სფეროს სიახლეები, დაეხმაროს ახალი დღის შინაარსიანად  დაგეგმვაში, შეახვედროს საინტერესო სტუმრებს, გააშუქოს მრავალფეროვანი თემები, მოასმენინოს გემოვნებიანი მუსიკა.  დილის მაუწყებლობის თავისებურებების გათვალისწინებით, გადაცემა  სხვადასხვა რუბრიკას მოიცავს - ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, დღის ჰოროსკოპი, უგემრიელესი და უმარტივესი რეცეპტები, ისტორია თარიღებში-გამორჩეული  ფაქტები და მოვლენები, შოუ-ბიზნესის სიახლეები და დილის სტუმარი.


პროდიუსერი:  ცისანა ჩხეიძე
გადაცემის წამყვანები: თეონა ზედანია და ილია შავიშვილი.
რუბრიკების ''ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად'' და ''მეტეოროლოგი'' ავტორი და წამყვანი: კობა ფარტენაძე 
 

გადაცემის არქივი

რუბრიკები - ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი,"სპორტის სიახლ;ეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. ოქროს ფონდი - მედეა ჯაფარიძე. მუსიკა ჩვენს ყოველდღიურობაში- მარია ტაკიძის სიუჟეტი დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საბავშვო თეატრალურ სტუდიაზე, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან არსებობს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო სტუდიის ხელმძღვანელი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ირმა მგელაძე საქველმოქმედო გამოფენა, რომლის ორგანიზატორია ასოციაცია "ღირსეული სიბერე" . ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ასოციაციის "ღირსეული სიბერე" თავმჯდომარე ნანა კალანდაძე

04 აპრ 2018

რუბრიკები - ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი,"სპორტის სიახლ;ეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. ოქროს ფონდი - იოსებ ნონეშვილი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ კონკურსის ,,საქართველოს საუკეთესო ბარმენი სტუდენტი 2018" გამარჯვებულები: ლაშა ჯინჭარაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა" -პირველი ადგილი, არკადი ართმელაძე-მეორე ადგილი, პროფესიული კოლეჯი "ბლექსი"და ჟიურისა და მაყურებლის რჩეული -მეგი კოჩალიძე-პროფესიული კოლეჯი "ბლექსი". ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ასევე საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ღონისძიებათა ორგანიზატორი მარია წულუკიძე. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო პაატა ძიძიგური-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი გადაცემის „აკვარიუმი“ წამყვანი. ვფიქრობთ, ამ გადაცემამ , უკვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ახალ, უჩვეულო და ექსპერიმენტულ პროექტზე მუშაობს. ეს არის მედია- ოპერა. „თაბაშირის იუდა“ -ასე ეწოდება მას. დღევანდელი, გადაცემის სტუმრები იყვნენ დამდგმელი პროდიუსერი მარინა სალუქვაძე , კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე.

03 აპრ 2018

რუბრიკები - ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი,"სპორტის სიახლ;ეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. ოქროს ფონდი - არჩილ სულაკაური ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი თბილისში, ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის წარმატება და ახალი მოლოდინები. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე , კლასიკური ცეკვის პედაგოგი ნატალია მარტიროსიანი და კონკურსის მონაწილე ნინი ურუშაძე . დღეს მობილური ტელეფონის დაბადების დღეა, ძალიან საინტერესო მოწყობილობის, რომელსაც გარდა სატელეფონო ფუნქციისა, მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს. 1983-წლიდან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა. პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და აქედან გამომდინარე ამ მოწყობილობისადმი მიჯაჭვულობამაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ადამიანების ამ თვისების ფსიქოლოგიურ კანონზომირებაზე ვისაუბრეთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ბერიძე.

02 აპრ 2018

რუბრიკები - ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი - მუხრან მაჭავაეიანი 2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მსოფლიო დღეა. სტუმარი - ფსიქოლოგი , ქცევითი თერაპევტი ქეთი გოგიტიძე რუბრიკის "სპორტის სიახლ;ეები ლევან დევაძესთან ერთად" სტუმრები -აჭარის კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე და საქართველოს კრივის ნაკრების წევრი გელა აბაშიძე დღეს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა. სტუმრები -მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის ორგანიზატორი თეკლე ტარიელაძე და კლუბის წევრი ანანო დუმბაძე. კლუბის სლოგანია:კითხვით გააქრე კითხვები. კლუბი ბათუმის სხვადასხვა სკოლის წიგნის მოყვარულებს აერთიანებს.

01 აპრ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი ეთერ ჭელიძე 1 აპრილს, ბათუმის საოცრებათა პარკში, ალი და ნინოს სკულპტურასთან 12 საათზე, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს ორგანიზებით გაიხსნება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი -2018. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ასოციაცია „ფორეჯი“-ს გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე. . ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის საღამოზე გიწვევთ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორკესტრის დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი და საღამოს მონაწილეები -მარიზა აფხაზავა და თათული ნიშნიანიძე (პროფესორ ირინა ხერჟის კლასი)

29 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი მორის ფოცხიშვილი მალე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება, ამ ეტაპზე გერმანიის ქალაქ მარლბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტა“ წარმომადგენლები ბე სე უს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან , ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან და სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებთან ტრენინგებს მართავენ. . თავიანთი შეფასებები და მოლოდინები ტრენერებმა -მათიას ვესტრუმმა და სიმონე პრანტლი გაგვიზიარეს. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "ჰანგები" თბილისიდან დაბრუნდა, სადაც ფოლკლორულ ფესტივალში „პოლიფონია“ მონაწილეობდა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ანსამბლის ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე და ანსამბლის წევრები -გურამ გოჩაძე, მიშა ფუტკარაძე დავით კიკნაძე, ნუგზარ სირაძე, ალეკო თურმანიძე და ნიკა კეკელიძე.

28 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი ვასო გოძიაშვილი რატომ არ უნდა ვთქვათ უარი საუზმეზე -მარია აჭარელის სიუჟეტი იასამნისფერი დღე! მისი უპირველესი მიზანი არის ინფორმაციის გავრცელება ეპილეფსიის მქონე ადამიანებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ და საერთოდ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს ასე აქტუალურია. გადაცემის სტუმარი -მედიცინის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქონევროლოგი შორენა ვაშაძე არტ ამბები- ბათუმელი მარიტა ცეცხლაძე ტალანტების საერთაშორისო კონკურსზე ვილნიუსში

25 მარ 2018

დღეს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. საინტერესო ინფორმაციებით ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე. ლევან დევაძე სპორტული სიახლეებით. ვალუტის კურსი, რუბრიკა დღის აფიშა. დღის ჰოროსკოპი, ფმ სამზარეულო. ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -მედეა ჯაფარიძე ტუბერკულოზი განკურნებადია. 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლი დღეა. სატელეფონო ჩართვა- აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან.---მარიამ ტაკიძის სიუჟეტი. ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე 2018 წლის პირველი პრემიერაა. სპექტაკლის შესახებ საუბრობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე

22 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი ანა კალანდაძე ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში დღეიდან ვიზუალური ხელოვნების არტისტის ლუკა მიქელაძის ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებთ. არტბოქსებში გამოფენილი მისი ნამუშევრები აღწერს ქალთა ემოციებს, განცდებს და მდგომარეობას, რაშიც მათ უწევთ ცხოვრება. დღევანდელ გადაცემაში გამოფენის შესახებ ისაუბრა პროექტ “ART UP”” ავტორმა, ორგანიზაცია „ერედელის"დამფუძნებელმა ლევან გელიაშვილმა ,

21 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -გურამ საღაეაძე დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. რაც შეეხება თარიღის შერჩევას. ის პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“ შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს გამოიცა, ახალი სტილით კი 21 მარტს. სტუმრები გაზეთ „აჭარის ‘ მთავარი რედაქტორი მარინა მითაიშვილი, ჟურნალისტები მანანა ტაკიძე და ნინო ცხვარაძე . გაზეთი „აჭარა“ 18 მარტს 97 წლის გახდა.

20 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -მამია ვარშანიძე 20 მარტი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში ბათუმში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. ფრანკოფონია -2018--- სტუმრები - ფრანფული ენის მასწავლებელი , აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაციის დამფუძნებელი დირექტორი სოფიო დუმბაძე და ფილოლოგიის დოქტორი , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ფრანგული ენის კათედრის წარმომადგენელი ნინო გურგენიძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი „ნოტა“ 10 წლისაა. დღეს ხელოვნების ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართება. გადაცემის სტუმრები - საღამოს წამყვანი, პოეტი ნანა ცინცაძე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე.

19 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -ნესტორ მალაზონია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფოლკლორული ანსამბლის „მოყვარე“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია (საექსპედიციო ჩანაწერები). დღევანდელ გადაცემაში ექსპედიციის, ანსამბლისა და ალბომის შესახებ ვისაუბრეთ. ტელეფონით პირდაპირ ეთერში თბილისიდან გვერთვებოდა ეთნომუსიკოლოგი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი ბათუმის იილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი 2018 წლის პირველი პრემიერისთვის ემზადება სოფო შაიშმელშვილი

18 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -არჩილ სულაკაური. მეცნიერები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე მოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთი რამ უდავოდ ფაქტია. პროფესიის არჩევა - ცხოვრებისეული წარმატების გარანტია. სოფო შაიშმელაშვილის სიუჟეტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე. დღეს ძილის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და მედიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ ეს დღე პირველად 2008 წლის 14 მარტს აღნიშნეს. მას შემდეგ ყოველწლიურად მსოფლიო ძილის მნიშვნელობასა და ჯანმრთელობის იმ პრობლემებს მიაპყრობს ყურადღებას,რასაც ძილის რეჟიმის დარღვევა იწვევს. ამ თემაზე ჩვენი სტუმარი იყო მედიცინის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქონევროლოგი შორენა ვაშაძე.

15 მარ 2018