1. დღეს და ხვალ 19 საათზე „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის 'ვაკანსია" პრემიერა გაიმართება. სტუმარი - პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ოთარ ქათამაძე 2. ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმარი - მხატვარი კაკო ძნელაძე. მისი ნამუშევრები მალე ლუვრის კარუსელში გამოიფინება. ეს არის მასშტაბური არტბაზრობა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ მხატვრები 3. ტურიზმის სფეროს სიახლეები და საინტერესო ტური ჩვენი რეგიონის უფრო უკეთ გასაცნობად და უქმე დღეებში ოჯახთან ერთად თუ მარტო, შთამბეჭდავი დასვენების მოსაწყობად. სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე .

გადაცემის არქივი

1 ზემო აჭარისა და პანკისის შესახებ გადაღებული ფოტოების გამოფენას უმასპინძლებს დღეიდან ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტოების ავტორები ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში ჩამოყალიბებულ ფოტოკლუბებში გაწევრიანებული ახალგაზრდები არიან . სტუმრები - პროექტის ხელმძღვანელი , ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრციხ მენეჯერი ირაკლი ძნელაძე 2 დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში შემოქმედებითი სახელოსნო "ART-მარი"ს აღსაზრდელების ფერწერული ტილოების გამოფენა "თბილი ნოემბერი" გაიხსნება. სტუმრები - „არტ მარის ‘ ხელმძღვანელი, მხატვარ დიზაინერი მარიკა ლელაშვილი და გამოფენის მონაწილე ივა ჯაფარიძე 3 11 ნოემბერს ქედაში სახალხო დღესასწაული ‘შემოდგომა ქედაში“ გაიმართება. სატელეფონო ჩართვა -ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

09 ნოე 2017

1 ბათუმის სპორტული ცენტრის ნორჩი მოციგურავეების მორიგი წარმატებები საერთაშორისო ტურნირებზე, ემოციები , შთაბეჭდილებები და ახალი მოლოდინები . სტუმრები -ბათუმის სპორტული ცენტრის ნორჩი მოციგურავეები ეკატერინე იაზაჯი, ინგა ფუტკარაძე, ილია გოგიტიძე და ფიგურული ციგურაობის კლუბის მწვრთვნელი სესილი ბერძენიშვილი - 2 პროექტის -“ART UP” ფარგლებში დღეიდან ბათუმში განთავსებულ არტ - ბოქსებში ქართველი ხელოვანის Levanccio - ს გამოფენა “Tondo - წრეში მოქცეული კომპოზიციების სერია”შეგიძლათ დაათვა;ლიეროთ. პროექტის "“ART UP” შესახებ საუბრობს პროექტის ავტორი, ორგანიზაცია „ერედელის"დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი

06 ნოე 2017