1 რუბრიკა „ოქროს ფონდი“- გამოჩენილი ქართველი პოეტი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იოსებ ნონეშვილი. ბატონი იოსები რადიო „აჭარის“ ხშირი სტუმარი იყო, ჩანაწერი გაკეთებულია 1971 წელს . 2 ჭადრაკის ქართულმა სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ნორჩი თაობა ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საკმაოდ პერსპექტიული ბათუმელი ნორჩი მოჭადრაკე კესარია მგელაძე. რომელმაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებაში პირველი ადგილი მოიპოვა. კესარიასთან ერთად ჩვენი სტუმრები იყვნენ ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას 'დირექტორი გიორგი ჭანტურია და კლუბის მენეჯერი და მწვრთვნელი მარიკა ჯაფარიძე 3 დღეს ქედაში პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება, სატელეფონო ჩართვა - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე

გადაცემის არქივი

აკაკი წერეთელი -177 . ოქროს ფონდი საქართველოს სახალხო არტისტი იუსუფ კობალაძე კითხულობს აკაკი წერეთლის ლექსს. დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია წარმოგიდგენთ პროექტს „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“. რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები - მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი ნატალია ნაცვლიშვილი და მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, კლარნეტისტი არტურ ნაზიულინი.

20 ივნ 2017

17 ივნისს გონიო აფსაროსის მუზეუმ- ნაკრძალში სპექტაკლის „ფერონი“ ჩვენება გაიმართება, პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გიორგი გიოვანი, მხარდამჭერი კი -აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. დილის სტუმრები - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი და ახალგაზრდა ხელოვანი გიორგი -გიოვანი. ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმარი - ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი სოფლის ტურიზმის სფეროს სიახლეები და საინტერესო ტური უქმე დღეების შთამბეჭდავად გასატარებლად. სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე-ის ახლახან ესპანეთში ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეას ესწრებოდა,

15 ივნ 2017

აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი „დოკუმენტური კინოს სცენარის განვითარების რეზიდენცია“ - ხორციელდება სტუმრები - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სალომე მურვანიძე და არასამთავრობო ორგანიზაციის 'ოპიოდოკი' ხელმძღვანელი, რეჟისორი მარიამ ჭაჭია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური დასი "თეატრონი" ლატვიიდან დაბრუნდა. ინგა მებონიას რუბრიკის "არტრადარი" სტუმარი - სტუდენტური დასის რეჟისორი როინ დვალი

14 ივნ 2017

დღეს ბათუმში ახალი მუსიკალური ფესტივალი "პიაცა არტ-ფესტი" იწყება. ინგა მებონიას რუბრიკის " არტრადარი" სტუმარი - ფესტივალის პროექტის ავტორი, მუსიკოსი ლადო ყატაშვილი. დღეს მწერალსა და ჟურნალისტს ნუგზარ ჯაფარიძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი შემოქმედება საოცარი სითბოთი და სიყვარულით იყო გამსჭვალული ჩვენი ქალაქის, მისი მდიდარი ისტორიისა და ადამიანების მიმართ.. აჭარის მწერალთა სახლში დღეს ნუგზარ ჯაფარიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. მანამდე კი ბატონი ნუგზარი დილის გადაცემაში გავიხსენეთ, ჩვენი ფონდიდან ზეინაბ ფილიპოვას მიერ მომზადებული გადაცემის ფრაგმენტები მოვისმინეთ და ნუგზარ ჯაფარიძის ვაჟს, არქიტექტორ ზაალ ჯაფარიძეს ვუმასპინძლეთ.

11 ივნ 2017

ხულოს დრამატული თეატრი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღს 5 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით თეატრალური კვირეული მიეძღვნება. სტუმარი -აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, სატელეფონო ჩართვა-ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი როინ სურმანიძე 15-დან 22 მაისის ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლები საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდნენ.ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები- ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ჯახუტაშვილი , დასის წამყვანი სოლისტი , ტენორი ირაკლი კახიძე და მუსიკალური ცენტრის პრეს-ცენტრის თანამშრომელი ხათუნა ჩხარტიშვილი

01 ივნ 2017

26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რუსთაველი-შთაგონების 850 წელი - შინაარსობრივად დატვირთული და სანახაობრივად მრავალფეროვანი ღონისძიებები დღეს და ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან . სტუმრები -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსი ნინო დოლიძე და ისტორიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ზვიად ჩხენკელი. ბენდების კონკურსი, რომლის მიზანი ადგილობრივი ბენდების მხარდაჭერა და რეგიონში არტ ბაზრის განვითარების ხელშეწყობაა- ინგა მებონიას რუბრიკის „არტრადარი’ სტუმარი -აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სალომე მურვანიძე

24 მაი 2017

1. დღეს და ხვალ 19 საათზე „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის 'ვაკანსია" პრემიერა გაიმართება. სტუმარი - პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ოთარ ქათამაძე 2. ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმარი - მხატვარი კაკო ძნელაძე. მისი ნამუშევრები მალე ლუვრის კარუსელში გამოიფინება. ეს არის მასშტაბური არტბაზრობა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ მხატვრები 3. ტურიზმის სფეროს სიახლეები და საინტერესო ტური ჩვენი რეგიონის უფრო უკეთ გასაცნობად და უქმე დღეებში ოჯახთან ერთად თუ მარტო, შთამბეჭდავი დასვენების მოსაწყობად. სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე .

18 მაი 2017