1 რუბრიკა ‘ოქროს ფონდი’ ფრიდონ ხალვაში - პოეტი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ჩანაწერი 1991 წელსაა გაკეთებული, 2 სტუდია LAS VEGA დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საახალწლო მეჯლისზე გიწვევთ. სტუმრები - ქორეოგრაფი მონიკა არჩაია, მოცეკვავეები მილა არჩაია, მარიამ დაშნიანი და ნიკოლოზ გოცირიძე. სტუდიის წევრები ხშირად მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში და წარმატებულადაც. 3.სტუმარი - კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე. მის შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეა.

გადაცემის არქივი

პროექტი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტს „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო "ასოციაცია მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ფარგლებში ახორციელებს -საქართველოში აკადემიის მიერ საკონკურსო შერჩევის საფუძველზე შექმნილი პირველი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის საზეიმო მარათონი მიმდინარეობს. ახალგაზრდულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ორი საპრეზენტაციო კონცერტი უკვე გამართა, რუსთავსა და ქუთაისში. დღეს კი ბათუმელი მსმენელის წინაშე წარსდგება. დღევანდელი გადაცემის სტუმარი- „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის “ დამფუძნებელი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი შორენა ცინცაბაძე, ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა პირველი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გიორგი რევიშვილი.

23 იან 2018

1. უფასო პრაქტიკული კურსები თექაზე მუშაობის მსურველი ქალბატონებისთვის ბათუმის ამერიკულ კუთხეში - სტუმრები - ქსოვილების მხატვარ-დეკორატორი თამარ ჩიმაკაძე და დიასახლისი ქრისტინა კობრავა . 2. 14 იანვარს, ძველით ახალ წელს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრშიამ დღეს პრემიერაა დაგეგმილი. მაყურებელი ნახავს სპექტაკლს „სიბრძნე სიცრუისა", მისი დამდგმელი რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე იყო გადაცემის სტუმარი. 3. სპორტის სიახლეები ლევან დევაძესთან ერთდ. სატელეფონო ჩართვა--ჭარის რაგბის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე 4. 13 იანვარს, ღამით ყველასათვის საყვარელი დღესასწაული-ახალი წელი ხელმეორედ დადგება . ძველით ახალი წელი. ამ თემაზე მარია აჭარელის სიუჟეტი . პირდაპირი ეთერის სტუდიის სტუმარი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი, ეთნოლოგი თამილა ლომთათიძე.

11 იან 2018

ახალი ამბები, რუბრიკა "ამინდი კობა ფარტენაძესთან ერთად", რუბრიკა "სპორტი ლევან დევაძესთან ერთად", დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი-დღეს გოგლა ლეონიძის დაბადების დღეა, ინტერნეტ სიახლეები, მუსიკალური რეკომენდაციები აჭარის ტელევიზიის გადაცემა "უცხო სუნელის" წამყვან ალეკო თხილაიშვილისგან, საფეხბურთო სკოლა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ბათუმის სპორტულ ცენტრში-ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ ბათუმის სპორტული ცენტრის სპორტული კოორდინატორი ჯაბა ჭანტურია და ფეხბურთის კოორდინატორი ზაურ კეკელიძე, „ორიგინალური ნაძვის ხე“--ასე ეწოდება 2018 წლის პირველ გამოფენას ქობულეთის მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში. გამოფენაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ 2017 წლის 31 დეკემბერს, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრები. სატელეფონო ჩართვა - ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე .

07 იან 2018