რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი-გურამ საღარაძე -გალაკტიონის ლექსი „ბათუმი 5 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანარ ნიკურაძის წიგნის ციგრიტი-რეალური ზღაპარი წარდგენა გაიმართება. მარიამ ტაკიძის სიუჟეტი ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ანრი კაკაბაძემ, ამჯერადაც გაამართლა პედაგოგების მოლოდინი და ყაზახეთში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვა. სტუმარი - ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნატო ორაგველიძე.

გადაცემის არქივი

1 რუბრიკა -სპორტი ლევან დევაძესთან ერთად - სიახლეები და სტუმარი -საქართველოს შოტოკან კარატე - დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი , შეფ-ინსტრუქტორი ნოდარ ხაჯიშვილი 2 ბათუმში უკეთესია – წელს ბათუმი ახალ წელს ახალი სლოგანით და განახლებული საახალწლო პროგრამით ხვდება. დღევანდელი საღამო ერთობ საინტერესო იქნება- ასე გვპირდებიან ორგანიზატორები. სტუმარი იყო აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განყოფილების უფროსი დავით მიქაბერიძე 3 დღეს ბათუმის ბულვარში კოლონადებთან საახალწლო ნაძვის ხე აინთება , წლის გამორჩეული დღესასწაულის წინ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი - ბათუმის ბულვარი საგანგებოდ მოირთო და მოიკაზმა და სტუმარი - ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაგდა ჯაიანი ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, აფიშა, დღის ჰოროსკოპი, კალენდარი.

28 დეკ 2017

სტუმარი - აჭარის ტაეკვონდოს მთავარი მწვრთვნელი აკაკი ცენტერაძე, რომელიც ამ დღეებში აჭარის საუკეთესო მწვრთვნელად დასახელდა სტუმარი- მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი ოთარ ქათამაძე. რამდენიმე დღის წინ „თავისუფალ სივრცეში“ მისი სპექტაკლის- "დაარქვი რაც გინდა"- პრემიერა გაიმართა და ოთარი უკვე ახალ სპექტაკლზე მუშაობს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი დღეს 14 საათზე სხვადასხვა ფორმის, სტრუქტურის, შეფერილობისა და დიზაინის ეგზოტურ მცენარეთა გირჩებისაგან დამზადებული სუვენირების გამოფენაზე ეპატიჟება ბათუმელებს და არა მარტო მათ. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის კოორდინატორი ფერიდე ჩაიძე.

27 დეკ 2017

რუბრიკა "ოქროს ფონდი"- გოგლა ლეონიძე. დღეს მისი დაბადებიდან 118 წელი შესრულდა. სახალხო პოეტი ბათუმში ჩამოსვლისას ყოველთვის სტუმრობდა აჭარის რადიოს. ეს ჩანაწერი 1965 წლის ზაფხულშია გაკეთებული, გოგლა ლეონიძის გარადაცვალებამდე 1 წლით ადრე. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტი . რომელშიც საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობდნენ სტუმრები = ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე მელაძე და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი თეონა მოსიძე. სალომე დებატების რესპუბლიკური ტურნირის ტოპ სპიკერი გახდა, თეონა კი საუკეთესო სპიკერების ათეულშია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამუსიკო სკოლების წარმატებული პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი და პედაგოგი ნინო ჩაიძე იყო გადაცემის სტუმარი.

26 დეკ 2017

1 ოქროს ფონდი---ვერიკო ანჯაფარიძე 2 დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე განათდება. დღეიდან ევროპის მოედანი ყველა თაობის ადამიანს უმასპინძლებს და საახალწლო ღონისძიებებს შესთავაზებს. სტუმარი - ბათუმის კულტურის ცენტრის ღონისძიებების მენეჯერი ზურა ჩართოლანი. 3 ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს და დღეს გალა კონცერტზე გეპატიჟებათ. სტუმრები - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი და საოპერო დასის სოლისტი ირმა ჟღენტი. 4 ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად- კობა ფარტენაძე 5 სპორტული სიახლეები და საინტერესო ამბები- სპორტული ჟურნალისტი ლევან დევაძე.

24 დეკ 2017

1 რუბრიკა "ოქროს ფონდი'. საქართველოს სახალხო არტისტი იუსუფ კობალაძე კითხულობს აკაკი წერეთლის ლექსს -პოეტი.. ჩანაწერი 1970 წელსაა გაკეთებული. ბატონი იუსუფი ლექსებს იშვიათად კითხულობდა, თუმცა აჭარის რადიოს მსმენელებისთვის არაერთხელ დაუშვია გამონაკლისი. . 2 დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ პროექტს ‘საოპერო ხელოვნების ისტორიიდან“.ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის ავტორი და წამყვანი, მუსიკოლოგიის დოქტორი ხათუნა მანაგაძე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მენეჯერი აიდა აბუსერიძე. 3 . 18 დეკემბერს თბილისში ცხენოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში ბათუმის საცხენოსნო კლუბიც მონაწილეობდა და წარმატებაც მოიპოვა. გადაცემის სტუმრები იყვნენ იუნიორებს შორის საქართველოს ჩემპიონი ნიკა ხაბაძე, ძირითად შეჯიბრებაში მესამე ადგილის მფლობელი გიორგი ჩხარტიშვილი და ბათუმის საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელი გიორგი ძინძიბაძე

19 დეკ 2017

1. რუბრიკა „ოქროს ფონდი“- კომპოზიტორი და მომღერალი ეთერ ჭელიძე , შემოქმედი, რომლისთვისაც ბათუმი სიცოცხლის ბოლომდე შთაგონების წყაროდ დარჩა. რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი ეთერ ჭელიძის ხმის არაერთ ჩანაწერს ინახავს. 2სწავლა წარმატებისთვის ---სტუმრები -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნინო მაჭარაშვილი- ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის IV კურსზეა და დავით ბაკურაძე, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ნინომ და დავითმა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს. „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია ახორციელებს. 3 სპორტული სიახლეებით სპორტული ჟურნალისტი ლევან დევაძე. სატელეფონო ჩართვა- აჭარის რაგბის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე

17 დეკ 2017

რუბრიკა „ოქროს ფონდი“- სოფიკო ჭიაურელი. მსახიობი, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა ოჯახური ტრადიციები, დაუვიწყარი სახეები შექმნა თეატრსა და კინოში . ფრაგმენტი მისი ინტერვიუსი, რომელიც ბათუმში 1989 წელსაა ჩაწერილი . 17 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ძალიან ბევრი სიახლე გელით, ერთ-ერთ მათ შორის იქნება კარი- რომელსაც სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ,კვირას, 16:00 საათზე ის ოფიციალურად გაიხსნება. დასწრება თავისუფალია. კარს მიღმა კი გექნებათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ გამოფენა სახელწოდებით "" შავი ზღვა" და კიდევ , სივრცესთან არსებული „არტ საწარმო“კონკურსის შედეგად შერჩეულ დიზაინ-პროექტებს წარმოგიდგენთ. სტუმარი - ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერი -ირაკლი ძნელაძე.

14 დეკ 2017

1 რუბრიკა „ოქროს ფონდი“- გამოჩენილი ქართველი პოეტი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იოსებ ნონეშვილი. ბატონი იოსები რადიო „აჭარის“ ხშირი სტუმარი იყო, ჩანაწერი გაკეთებულია 1971 წელს . 2 ჭადრაკის ქართულმა სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ნორჩი თაობა ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საკმაოდ პერსპექტიული ბათუმელი ნორჩი მოჭადრაკე კესარია მგელაძე. რომელმაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებაში პირველი ადგილი მოიპოვა. კესარიასთან ერთად ჩვენი სტუმრები იყვნენ ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას 'დირექტორი გიორგი ჭანტურია და კლუბის მენეჯერი და მწვრთვნელი მარიკა ჯაფარიძე 3 დღეს ქედაში პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება, სატელეფონო ჩართვა - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე

12 დეკ 2017