კომპეტენტური პასუხი.

ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში.

სტუმრები: ვახტანგ კაპანაძე - "გრასის" დამფუძნებელი.

                 ლელა ჯეჯელავა - პოლიტოლოგი.

გადაცემის არქივი

„კომპეტენტური პასუხის“ თემა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. გადაცემის წამყვნი ექსპერტებითან და პოლიტიკოსებთან ერთად შეეცადა გაერკვია რა სჭირს ლარს, რას აკეთებს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ლარის ანტირეკორდის საწინააღმდეგოდ? გაძვირებული საწვავი და გაძვირებული ცხოვრება შესაძლებელია თუ არა სოციალური უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში ამ და სხვა შეკითხვებს ეკონომისტი პაატა აროშიძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა ვერულიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე მონაწილეობდა პასუხობდა. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ჩაერთო.

16 ნოე 2017

დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო 2014 წლის მოწვევის თვითმართველი ქალაქების მერებისა და გამგებლებისთვის. როგორ აფასებენ აჭარაში მათ საქმიანობას მესამე სექტორში, თვითმართველობების გადაწყვეტილებები რამდენად იყო საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, რამდენად შესრულდა დაპირებები და რა მემკვიდრეობა დახვდებათ ახლადარჩეულებს?- დღეს ამ საკითხზე აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიორული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი მირზა მამულაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ჩაერთო.

09 ნოე 2017

დღეიდან ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სახალხო განხილვები დაიწყო. როგორ ჩაიარა ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებული მსჯელობის პირველმა დღემ, რა შენიშვნები აქვთ ბათუმის ბიუჯეტის პროექტის მიმართ მესამე სექტორის წარმომადგენლებს და რითი იხელმძღვანელეს მუნიციპალიტეტის წევრებმა პროგრამების შედგენისას? გადაცემის სტუმრები ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ჩაერთო .

07 ნოე 2017

4 ნოემბერს აჭარის ტელევიზიას დაარსებიდან 30 წელი უსრულდება 1 სტუმრები - აჭარის ტელევიზიის პირველი თაობის წარმომადგენლები, - სტილისტ-რედაქტორი ნოდარ ცეცხლაძე და შემოქმედებითი პროგრამების სამსახურის კოორდინატორი ალეკო აბაშიძე. 2 ბათუმში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. სტუმრები ----ფესტივალის მონაწილე , მომღერალთა გუნდი „ოდელა“ პოლონეთიდან და მისი ხელმძღვანელი ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. რომელიც ამჟამად პოლონეთში მაგისტრატურაში სწავლობს და პარალელურად , მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა, , რომელშიც სხვადასხვა პროფესიის პოლონელი მუსიკის მოყვარულები არიან გაერთიანებულები. 3 პარასკევის ტრადიციული რუბრიკის ‘აღმოაჩინე აჭარა ‘ სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

02 ნოე 2017

აჭარის რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საეთერო დრო წილისყრით გამოვლენილ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს დაეთმო. მომდევნო დღეებში მსმენელი როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ, ისე მერობისა და სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს მოუსმენენ. დღეს საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიასი და ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებმა გააცნეს. გადაცემაში მონაწილეობა ტრადიციონალისტებმა, „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა არ მიიღეს.

03 ოქტ 2017