კომპეტენტური პასუხი/

პრემიერის ინიციატივა დეპატებთან  დაკავშირებით და ოპოზიციის პასუხი.

სტუმრები:

ვაჟა დარჩია - პარტია "ლელო".

გიორგი კირთაძე - პარტია "ახალი".

გია მასალკინი - პარტია "გირჩი".

არჩილ სამნიძე - პარტია "გახარია საქართველოსთვის".

გია ხუხაშვილი - პოლიტოლოგი.

გადაცემის არქივი

გაიზარდოს თუ უნდა შემცირდეს სამინისტროების რიცხვი აჭარაში-ჯერ უცნობია, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ საკითხზე რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მართავს. გავრცელებული ინფოორმაციით, შესაძლოა აჭარაში ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ან კიდევ ეკომიგრანტებისტვის სამინისტროები შეიქმნა „კომპეტენტურ პასუხის პირველ ნაწილში ჩვენს კითხვებს დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე პასუხებდნენ. პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე შემოგვიერთდა. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი იყო . პირდაპირ ეთერში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი ჩაგვერთო.

07 ივნ 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე სისტემის წინააღმდეგ. როგორ ვითარდება მოვლენები მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენის შემდეგ და რატომ გამოვიდა ქუჩაში საზოგადოება შვილმკვდარი მამის დაძახებაზე, რატომ გადადგა ქვეყნის პირველი პროკურორი თანამდებობიდან, რას დაპირდა ზაზა სალარიძეს საქართველოს პრემიერი და დღევანდელი განცხადებით აღიარა თუ არა სისტემური ხარვეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა?- გადაცემის პირველ ნაწილში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ანა ბერძენიშვილი და ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი სუბრობდნენ პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს კითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩეტია პასუხობდა. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე ჩაერთო.

31 მაი 2018

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება მოულოდნელი გაგრძელებით. იყო თუ არა ბოდიში იმ გეგმის ნაწილი, რომლითაც ქვეყნის პირველმა პოლიციელმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპარაციის გადაწყვეტილება მიიღო.- ხელისუფლებამ გახარიას უწყების მუშაობა დადებითად შეაფასა. პრეზიდენტი პოლიტიკური ქმედებების სრულ კრახზე საუბრობს. აქციის ორგანიზატორთა მონაწილეობით შემდგარი ჯგუფები, სახალხოდამცველი და ხელისუფლების დაპირებები? ხომ არ გამორჩა მთავრობას კონტრაქციის მონაწილეების ინტერესები ?-ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „კომპეტენტურ პასუხში“ ვუპასუხეთ. გადაცემის სტუმარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გელა ირემაძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და „იემსის“ პროექტების კოორდინატორი გურამ იმნაძე ჩაერთო.

13 მაი 2018

მმართველ ძალას ძალიან უჭირს იყოს თვითკრიტიკული. პირიქით, ის საკმაოდ მიცემულია თვითკმაყოფილებას და მე ამაში ვხედავ საფრთხეს ქვეყნისთვის“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. საქართველომ გაიარა ყველა გზა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს.“- აცახდებს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის ვრცელი ინტერვიუ მოისმინეთ დღეს, აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“.

26 აპრ 2018

ქვეყაში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საინფორმაციო ცენტრები ამოქმედდა. ერთერთი მათგანი დღეს აჭარაში, კერძოდ კი ჩაქვში გაიხსნა. რა იქნება ფაროსანასთან ბრძოლის ცენტრის მთავარი დანიშნულება და ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლის რა გზებს ირჩევს?- გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმართველობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვახტაგ წულაძე. პირდაპირ ეთერში ფიტო პათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ცისანა ცეცხლაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრებანიძე და ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი ჩაერთო.

12 აპრ 2018