კომპეტენტური პასუხი

კომპეტენტური პასუხი

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

გადაცემის არქივი

„ბათომი“ ბათუმის მერს ისტორიული ზონის თვითნებურად შეცვლასა და ცათამბრჯენი მშენებელი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებას აბრალებს. დეტალები „კომპეტენტური პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის პირველ ნაწილში საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე საუბრობს. პირდაპირ ეთერში კი სამოქალაქო საზოგადობის ბათუმის ოფისის ხელმძრვანელი ნათია აფხაზავა ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძრვანელი ნატალია ზოიძე და ბათუმის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი პასუხობენ.

04 ოქტ 2018

გაიზრდება თუ შემცირდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აჭარის მთავრობის კონტროლი, რატომ დაიწუნა ოპოზიციამ ახალი რეგლამეტის პროექტი და როგორია მესამე სექტორის შეფასებები?- ამ თემაზე „კოპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და აჭარის უმაღლესი საჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასამიძე საუბრობენ. „კომპტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნინო ჩხეტია პასუხობს.

20 სექ 2018

აჭარას განახლებული მთავრობა და მთავრობის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. როგორ აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს მესამე სექტორში და როგორია საზოგადოების მოლოდინი?- ამ თემაზე დღეს „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში დემოკრატიული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე ისაუბრებენ. რა პრინციპით შეარჩია აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ გუნდის წევრები და რა არის თორნიკე რიჟვაძისთვის რეგიონში მთავარი გამოწვევა?-ამას „კომპეტენტური პასუხის მეორე ნაწილში მოისმენთ. გადაცემის სტუმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახლავთ.

26 ივლ 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში. რა იქნება აჭარის განახლებული მთავრობისთვის პრიორიტეტული - ამ თემაზე გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“აწარის ორგანიზაციის ხელმძრვანელი გია ცინცქილაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობს.

19 ივლ 2018

სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 96 084 დარღვევა დაფიქსირდა. რამდენად ასახავს ციფრები სკოლებში შექმნილ რეალობას, რა სტრატეგიას ირჩევს სახელმწიფო ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად და რა ხდება აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?- ამ თემაზე „კომპეტენტრ პასუხში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი საუბრობს. პირდაპირ ეთერში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ჩაერთვნენ.

01 ივლ 2018

ბათუმში სამარშრუტო ტაქსის მძროლების პროტესტი, უმუშევრობის საფრთხე და პოლიტიკური განცხადებები - ამ თემაზე ბათუმის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძე პასუხობს . პირდაპირ ეთერში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მწვანე შუქის“ ხელმძღვანელი ნოდარ ფუტკარაძე და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ჩაერთვნენ. „კომპეტენტური პასუხის მეორე ნაწილის სტუმრები ბათუმის საკრებულოს წევრი ზურაბ ნაკაიძე და გაეროს განვითარების პროგრამების“ მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ჩაერთო.

28 ივნ 2018

რა ნიშნით შეირჩა მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე. ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ გაიმართება ვადამდელი საპალამენტო არჩევნები?- თემაზე ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე რაულ თავართქილაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტარიელ მამულაიშვილი საუბრობენ. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პასუხობს.

14 ივნ 2018