2019 წელს, ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აქაც არის შესაძლებელი არაკეთილსინდისიერი მიდგომა საკითხისადმი, მძღოლების მხრიდან და მთელი რიგი დარღვევები საკითხთან მიმართებაში. - უნდა დავფიქრდეთ და ვეძებოთ გამოსავალი“ - ეს სიტყვები „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს ეკუთვნის, გადაცემა ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სწორედ ეკა ლალიაშვილისაგან მოვისმენთ რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019