ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე- მონრეალის ოქმი - პოზიტიური ცვლილება

16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე იყო, რომელიც 1987 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც მონრეალის ოქმი შეიქმნა. 2007 წელს მონრეალის ოქმის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს ოზონის შრისათვის ყველაზე სახიფათო ნივთიერებას, წარმოებიდან და მოხმარებიდან ამოიღებდნენ. განვითარებულმა ქვეყნებმა მათი გამოყენება 80 პროცენტით შეამცირა. საქართველო ვენის კონვენციასა და მონრეალის ოქმს 1996 წელს შეუერთდა.

გადაცემის  სტუმარია- ნოე მეგრელიშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, რომელიც ისეუბრებს ოზონის შრეზე, მის ფუნქციასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

 

გადაცემის არქივი