რა უნდა იცოდეს მომავალმა ეკოლოგმა - ,,გამოყენებითი ეკოლოგიის“ განმარტება

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება ცნება ,,გამოყენებითი ეკოლოგია“ სწორედ ასეთი სახელწოდებით დაემატა ჩვენს სასწავლებლებში ეკოლოგიის საგანი. ,,გამოყენებითი ეკოლოგია ეს არის ეკოლოგიის დარგი, რომლის მთავარი მიზანი არის მკაცრად დაგეგმილი ჩარევა ეკოსისტემების ბალანსის აღსადგენად, რომელიც უარყოფითად შეიცვალა  ადამიანის მიერ.

გადაცემაში მოისმენთ   ,,გამოყენებით ეკოლოგიის“, მნიშვნელობაზე,  რა უნდა იცოდეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, რომლებიც ამ სფეროში გადაწყვეტენ განათლების მიღებას.

აღნიშნულ თემაზე საუბრობს  - სამეცნიერო-კვლევითი ფირმაგამასდამფუძნებელი და საქართველოს ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოების განყოფილების ხელმძღვანელი, წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი პროფესორი,  გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ გვახარია.

გადაცემის არქივი

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018

საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალა, ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმენთ რას ფიქრობს საზოგადოება, ასევე როგორ შეიტანენ სიახლეს მეპატრონეები სავაჭრო ადგილებში. გადაცემის სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალბერტ ჩანქსელიანია, რომელიც გვეტყვის რამდენად შეამცირებს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურების დონეს ეს აკრძალვა და ზოგადად რამდენად ღრმად აზიანებს ეკოსამყაროს ეს საშუალება.

07 ოქტ 2018