მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა

21-23 ივნისს გაიმართა  ტრენინგი: მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. რომლის მიზანიც იყო ჟურნალისტების ინფორმირებულობის ამაღლება კლიმატის ცვლილების პოლიტიკის თაობაზე. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენები გახშირდა. ამასთან, გამოიკვეთა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული აქტივობები. შესაბამისად, აქტუალური ხდება მედიის მიერ აღნიშნული საკითხების გაშუქება.

აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინასებით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ (ITF) ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი კი გახლავთ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ხოლო აღმასრულებელი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC).

უამრავი სიახლე მოვისმინეთ ჟურნალისტებმა კომპეტენტური ადამიანებისგან, მომდევნო გადაცემებში მოვუსმენთ ყველას, დღეს კი კითხვებზე გვპასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი - ნინო თხილავა.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019