პარიზის შეთანხმება - ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის წარდგენა"

საქართველო 1998 წლიდან გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყანაა, მას შემდეგ ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა კონვენციაში, განსაკუთრებულ წლად კი ითვლება 2015 წელი, როდესაც მოხდა პარიზის შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ტავისი არსით უნიკალური შეთანხმებაა

საქართველო 2015 წელს შეუერთდა პარიზის შეთანხმებას და შესაბამისად წარადგინა თავისი პირველი ვალდებულებაც, პირველი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს, სწორედ წელს განხორციელდა ახალი - მეორე  ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის წარდგენა, სადაც გაწერილია უფრო მეტი ვალდებულება, ანუ უფრო მაღალი ამბიცია არსებობს ვიდრე მის წინამორბედში იყო. სწორედ ამ თემაზე საუბრობს დღეს გადაცემაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი - მაია ცხვარაძე.

ქალბატონი მაია იყო თავისი სფეროდან  წარმომადგენელი ტრენინგზე ,,მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“, რომელზეც  წინა გადაცემებში არაერთხელ მისაუბრია და ახლა  პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე თქვენც გიამბობთ ბევრ საინტერესო ამბავს.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019