31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

31 ოქტომბერი - შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოწმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღეა, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის დაცვის საერთასშორისო დღე.

აღნიშნულ გეგმაზე ხელის მოწერით - საქართველოს, რუმინეთის უკრაინის, ბულგარეთის, ასევე რუსეთის ფედერაციასა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის- რებილიტაციის, ეკოსისტემების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება.

გადაცემის სტუმარია - ეკოლოგი კახა გუჩმანიძე, რომელიც საუბრობს შავი ზღვის დაცვის დღის შესახებ, თარიღის მნიშვნელობაზე, რა კეთდება პრობლემის გადასაჭრელად.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019