კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს მყინვარებზე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ტემპერატურის ცვლილებაზე, მონაცემები ცხადყოფს, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით, დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურა 1, 1 გრადუსითაა მომატებული. ასეთი ცვლილება პირველ რიგში უარყოფითათ აისახება თოვლით დაფარულ  ტერიტორიებზე, სწორედ მყინვარებთანაა დაკავშირებული ისეთი კატასტროფული მოვლენები, როგორიცაა თოვლყინულოვანი ზვავი, გლაციალური ღვარცოფი, უეცარი წყალმოვარდნა, რომელიც არც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის პირობებისთვისაა უცხო და არც პლანეტის სხვა ცივი ადგილებისთვისაც.

ბოლო წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუსის ბაზაზე, გარკვეული გლაციოლოგიური მონიტორინგი ჩატარდა, თუმცა შესაბამისი მხარდაჭერის არქონის ფონზე საქართველოს მყინვარებზე მუდმივი დაკვირვება შეუძლებელია.

აღნიშნულ თემაზე სტუმართან ერთად ვსაუბრობ გადაცემაში - გეოგრაფიის ინსტიტუტის  მეცნიერი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე გვპასუხობს კითხვებზე.

 

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019