კლიმატის ცვლილების შერბილება და მის უარყოფით შედეგებთან ადაპტაცია - გაეროს ახალი პროგრამა

იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ, პროექტის ღირებულება 920,000 აშშ დოლარია და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.

ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროს წარმომადგენლები და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ასევე  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დაესწრნენ.   

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი, რომელიც ახლა სატელეფონო ხაზზეა და გვპასუხობს დასმულ კითხვებზე.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019