აკვაკულტურა - ახალი შესაძლებლობების სივრცე

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორიახორციელებს პროექტს - ,,აკვაკულტურა - ახალი შესაძლებლობების სივრცე“, რომლის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარების სტრუქტურული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის, 1 ოქტომბერს, რეგიონული და ცენტრალური მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური, რომელიც მოიცავდა თემატურ სემინარსა და სადემონსტრაციო ვიზიტებს.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP) პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.

ამ ყველაფერს ვესწრებოდი მეც, სასიამოვნო და შინაარსიანი 1 დღიანი ტური იყო, პროექტის შესახებ და ზოგადად აკვაკულტურის განვითარებაზე, კითხვებზე გვპასუხობს, პროექტის ექსპერტი, ბიოლოგიის დოქტორი - არჩილ გუჩმანიძე.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019