მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, რა სიტუაცია გვაქვს სეისმური აქტივობის მხრივ საქართველოში

რატომ არის შეუძლებელი მიწისძვრის პროგნოზირება და როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს, ეს არის კითხვები, რომელიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ყველაზე ხშირად ისმის, ეს თემა ერთგვარ პანიკასაც იწვევს და ხშირ შემთხვევაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებასაც. ასეთი ტრაგედიები და ასეთი მსხვერპლი რაც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრამ მოიტანა, რა თქმა უნდა, ვერავის ტოვებს გულგრილს, ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ,  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ოპერატიული სამსახურის უფროსი - თიკო როსტომაშვილი.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018