ქარსაფარი ზოლების ფუნქცია და მისი აღდგენის საჭიროება

21- ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება...

სწორედ ამიტომ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, ქარსაფარი ზოლების არა მარტო განადგურებული, ასევე ნაწილობრივ დაზიანებული ტერიტორიებიც.

ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე გვპასუხობს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროოვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი მიშელაძე.

გადაცემის არქივი

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018

საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალა, ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმენთ რას ფიქრობს საზოგადოება, ასევე როგორ შეიტანენ სიახლეს მეპატრონეები სავაჭრო ადგილებში. გადაცემის სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალბერტ ჩანქსელიანია, რომელიც გვეტყვის რამდენად შეამცირებს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურების დონეს ეს აკრძალვა და ზოგადად რამდენად ღრმად აზიანებს ეკოსამყაროს ეს საშუალება.

07 ოქტ 2018

ყოველდღიურად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენის მართვის ტრადიციული ფორმა, ნაგავსაყრელებზე განთავსება დღეს უკვე არა გამართლებულია. განვითარებული ქვეყნები ნარჩენის წარმოქმნის შემცირებაზე და მის გადამუშავებაზე აქტიურად მუშაობს. რას გულისხმობს ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომლის დანერგვაც სამომავლოდ იგეგმება, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე საუბრობს ამ ყველაფერზე. ასევე საზოგადოების აზრს გავიგებთ კითხვაზე, კანონმდებლობაში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებების შემდეგ გაუმჯობესდა თუ არა მათ ირგვლივ გარემო.

01 ივლ 2018

კლიმატის ცვლილება, როგორც 21-ე საუკუნის ,,უხერხული სიმართლე", უხერხული იმიტომ, რომ პრობლემის დავიწყება უფრო იოლია, ვიდრე რეალურად გამოსავლის ძიება. გადაცემაში ვსაუბრობთ გლობალური დათბობაზე, პრობლემა რომელიც, არ არის არც კონკრეტული ქვეყნის და არც რომლიმე ქალაქის, ის მთელს სამყაროს ეხება. რას ნიშნავს და რაში გამოიხატება გლობალური დათბობა დედამიწაზე, გარემოს გაჯანსაღებაზე აღებული ვალდებულებები მსოფლიოს წინაშე და შეიცვალა თუ არა მიდგომა კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, ამ ყველაფერზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სამსახურის მთავარი სპეციალისტი კახა მდივანი საუბრობს.

24 ივნ 2018