
1950 წლის 23 მარტს ძალაში შევიდა კონვენცია, რის საფუძველზე შეიქნა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO). სწორედ ამ დღესთანაა დაკავშირებული მეტეოროლოგიის მსოფლიო დღედ 23 მარტის გამოცხადება.
WMO გაერო-ს სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს ინფორმაციის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროს დედამიწის ატმოსფეროს მდგომარეობასთან, მის ხმელეთთან და ოკეანეებთან ურთიერთქმედებასთან, ამინდთან, კლიმატთან და წყლის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველო WMO - ში გაწევრიანებულია 1993 წლიდან. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო 2022 წელს გახდა WMO - ს ერთერთი პარტნიორი ორგანიზაციის - ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) ასოცირებული წევრი ქვეყანა.
ამ საკითხებზე ვრცლად სტუმართან ერთად ვსაუბრობ, კითხვებზე მპასუხობს - გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეორლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო ქინქლაძე