
საქართველო ერთ-ერთი უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით - ჩვენს პატარა ქვეყანაში ერთმანეთს ერწყმის ალპური ზონები, კოლხური ტყეები, ნახევარუდაბნოები და შავი ზღვის ნოტიო სანაპირო. აქ ბინადრობს ათასობით სახეობა, მათ შორის იშვიათი და ენდემური, ველური ბუნება დღეს გამოწვევების წინაშე დგას: კლიმატის ცვლილება, ტყის გაჩეხვა და ადამიანის ჩარევა, საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას. თუმცა ქვეყანაში მოქმედებს არაერთი დაცული ტერიტორია და ეროვნული პარკი, რომლებიც ამ უნიკალური ბუნების შენარჩუნებას ემსახურება.
საქართელოს ველური ბუნების მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობ დღეს გადაცემაში, ეკოსამყაროს სტუმარია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი.