მუნიციპალიტეტებში უფრო მეტი ქალი, რომ იყოს წარმოდგენილი-ამაზე ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებმა მამაკაცებმა. ამ მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. სტუდიაში ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოვიწვიეთ. გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე შემოგვიერთდა.

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018