ბათუმის მერიის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი. რა პრიორიტეტები დასახა ბათუმის მერიამ მომდევნო სამი წლისთვის, რამდენად აისახა მოსახლეობის საჭიროებები დოკუმენტში და რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მომავალი განვიტარებისთვის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განახლებას?-ამ თემებზე ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი საუბრობს. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის საფიონანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე და მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი შემოგვიერთდებიან.

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018