აჭარაში მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან ინიციატივების მხრივ ყველაზე აქტიურია შუახევის, პასიური კი ქობულეთის საკრებულოა. კვლევა საზოგადოებრივი განვითარების აკადაემიამ ჩაატარა. დეტალებზე „ჩვენ და თვითმმართველობაში“ საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის ხელმძღვანელი რომან დოლაბერიძე და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი საუბრობენ. პირდაპირ ეთერში შუახევის საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ჩაერთვნენ.

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018