ყოველ სამშაბათს "კონტაქტი" ჯანდაცვის სფეროს ეთმობა.
გადაცემის თემა: საერთაშორისო პროექტი „ნულოვანი ტუბერკულოზი“,რომლის მიზანი ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში ტუბერკულოზისგან თავისუფალი კუნძულების შექმნაა.ამ ინიციატივას მიმდინარე წელს აჭარა შეუერთდა.
რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ და რა ღონისძიებებით მიიღება ტუბერკულოზისგან თავისუფალი კუნძული-ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი და ფტიზიატრი ნინო ტუნაძე.