მენიუ
ძიება
EN
LIVE
პოლიტიკა
ბათუმი
ეკონომიკა
კულტურა
განათლება
სამართალი
მუნიციპალიტეტი
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
ტელევიზია
გადაცემები
პროგრამა
რადიო
გადაცემები
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019 წლის პრიორიტეტები-ამ თემაზე დღეს, 11 იანვარს "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი
გადაცემის არქივი
თარიღი
2019
2020
2020
ტრადიციულად, ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზე ვისაუბრეთ ,'კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის განყოფილების უფროსი მაია ქაშიბაძე და ტურისტული საინფორმაციო- ცენტრის ოპერატორი თაკო ბარათაშვილი გადაცემის მეორე ნაწილი კი ახალ ტურისტულ პროექტს დავუთმეთ---მაღალმთიან აჭარაში ალპური სათავგადასავლო მარშრუტი დასკვნით ეტაპზეა. ტელეფონით პირდაპირ ეთერში მაღალმთიანი აჭარიდან გვერთვებოდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე
26 ივლ 2018
ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.
25 ივლ 2018
16-23 სექტემბერს ბათუმში საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი“არგანი“. როგორ მიმდინარეობს კინოფესტივალისთვის მზადება ამ თემაზე დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.
24 ივლ 2018
სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.
23 ივლ 2018
26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.
22 ივლ 2018
1
...
59
60
61
62
63
64