ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" ბათუმის ამერიკულ კუთხესთან პარტნიორობით ახორციელებს . პროექტის სახელწოდებაა "სოფლად მცხოვრები ქალების ხმა".
პროექტის მიზანია ქალთა და გოგონების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების და შესაძლებლობების შესახებ , რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალთა და გოგონათა სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო მამუკა საფარიძე - ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი.
ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" ს დამფუძნებელი ლია ფუტკარაძე