ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა -პოპულარიზაცია

ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა -პოპულარიზაციის, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენისა და შემოქმედებითი სიახლეების გაზიარების მიზნით აჭარაში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს. 
10 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ოლიმპიადის მესამე-ფინალური ეტაპი და სხვადასხვა ნომინაციაში განარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ჟიურის წევრები :
ქორეოლოგი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი-უჩა დვალიშვილი.
ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, ლოტბარი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ექსერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში ნანა ვალიშვილი
ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, პედაგოგი, ექსერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში ნუნუკა შველიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მადონა თევზაძე.

გადაცემის არქივი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა. რამდენიმე დღის წინ ქედის LAG-ის წევრები და ღვინის მწარმოებლები პოლონეთიდან დაბრუნდნენ, სადაც სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ქართველმა და პოლონელმა მეღვინეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს „კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრობიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი მერი კაიკაციშვილი და მეღვინე ფერმერი, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი აბულაძე

05 მარ 2019

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 98 წელი შესრულდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო და 25 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია ისევ რუსეთის მიერ. #საბჭოთა ოკუპაცია, ისტორიული მეხსიერება, პარალელები-ამ თემაზე "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო მწერალი, საზოგადო მოღვაწე , მკვლევარი რამაზ სურმანიძე

24 თებ 2019

#კონტაქტი ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საერთაშორისო დონეზე რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე და მოსალოდნელ შედეგებზე აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ახდენს. საინტერესოა ის ფორმებიც რითაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ხდება. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე.

21 თებ 2019

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ იმ თემებს ეთმობა, რომლებიც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას, კომპეტენტური აზრის ფორმირებას და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო“ . „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა ფარტენაძე და ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს წევრები ბაჩუკი ქათამაძე და ზურა ჭაღალიძე

20 თებ 2019

ტრადიციულად, ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ ეთმობა თემებს , რომლებიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული. დღევანდელ გადაცემაში საგაზაფხულო სამუშაოების თანმიმდევრობაზე ვისაუბრეთ. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, რადგან ხეხილისა თუ სხვა მცენარეებისგან მიღებული მოსავლის სიუხვე სწორად ჩატარებულ აგროსამუშაოებზეა დამოკიდებული. რა რეკომენდაციების და რჩევების გათვალისწინებაა აუცილებელი - ამ თემაზე „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრო-სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, სწავლული აგრონომი ლევან ბოლქვაძე.

19 თებ 2019

სამშაბათობით „კონტაქტში“ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე ვსაუბრობთ. ვეხებით იმ საკითხებს რომლებზეც ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია. დღევანდელი გადაცემა დაეთმო საპილოტე პროგრამას „ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვა“. პროგრამა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართულობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. .საპილოტე პროგრამა მიზნად ისახავს ზრდა- განვითარების პრობლემების ადრეულ გამოვლენას და საჭირო სერვისებში ამ ბავშვების ადრეულ ჩართვას. პროგრამა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი სამიზმე ჯგუფი 0-დან 6 წლამდე ბავშვებია. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

18 თებ 2019

#კონტაქტი ყოველ ორშაბათს "კონტატქში" განათლებაზე ვსაუბრობთ. ვეხებით თემებს , რომლებიც ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს ასახავს. პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები. ცხადია დრო დასჭირდება ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას , სადაც დაცული იქნება თანაფარდობა ხარისხს, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა პროფესიული განათლების შესახებ კანონით რეგულირდება. რა არის პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი , რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული სასწავლებელი და პროფესიული მომზადება -გადამზადების პროგრამები რა შემთხვევაში იქნება ეფექტური -ამ თემაზე "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის პროფესიული კოლეჯის „ბლექსი“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე და დირექტორის მოადგილე მაია თოიძე.

17 თებ 2019

დღევანდელ გადაცემაში სოციალურ მეწარმეობაზე ვისაუბრეთ. . დასავლეთის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა საკანონმდებლო ბაზით რეგულირდება . ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც ინიცირებულია კანონპროექტი სოციალური მეწარმეობის შესახებ და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის მიუხედავად მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა , რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკებს და ცდილობენ ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტონ სოციალური პრობლემები და ამავე დროს დაასაქმონ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში დასაქმება უჭირთ . რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი“ სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ქალბატონებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩაატარა. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე, ტრენინგის მონაწილეები შორენა დოლიძე და ნათია გოგიტიძე.

13 თებ 2019

#კონტაქტი ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტორებულ თემებზე ვსაუბრობთ. დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტების წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის საკითხს. ამ პრობლემის რეალიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს მეთევზეობას. ჩვენს ქვეყანას აქვს მეთევზეობის განვითარების საუკეთესო პირობები, ამის მიუხედავად თევზსაშენი მეურნეობების საქმიანობა არასტაბილურია . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეპროგრამის „აგრო-სექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიის“ ფარგლებში აჭარის რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. რა შეიცვალა აღნიშნული სტრატეგიით და რა გამოწვევების წინაშე არიან მეთევზე-ფერმერები -ამ თემაზე „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

12 თებ 2019

დღევანდელი ,27 დეკემბრის გადაცემის თემა იყო ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მომავალი წლის გამოწვევები. „კონტაქტის“ სტუდიაში იყვნენ ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’სენი“-ს აჭარის რეგიონის კოორდინატორი, ეკოლოგიის ექსპერტი კახაბერ გუჩმანიძე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ისო-სერთიფიცირების საერთაშორისო ექსპერტი, ,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი აჭარის რეგიონში თამაზ თურმანიძე.

26 დეკ 2018