ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა -პოპულარიზაცია

ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა -პოპულარიზაციის, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენისა და შემოქმედებითი სიახლეების გაზიარების მიზნით აჭარაში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს. 
10 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ოლიმპიადის მესამე-ფინალური ეტაპი და სხვადასხვა ნომინაციაში განარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ჟიურის წევრები :
ქორეოლოგი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი-უჩა დვალიშვილი.
ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, ლოტბარი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ექსერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში ნანა ვალიშვილი
ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, პედაგოგი, ექსერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში ნუნუკა შველიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მადონა თევზაძე.

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზე ვისაუბრეთ ,'კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის განყოფილების უფროსი მაია ქაშიბაძე და ტურისტული საინფორმაციო- ცენტრის ოპერატორი თაკო ბარათაშვილი გადაცემის მეორე ნაწილი კი ახალ ტურისტულ პროექტს დავუთმეთ---მაღალმთიან აჭარაში ალპური სათავგადასავლო მარშრუტი დასკვნით ეტაპზეა. ტელეფონით პირდაპირ ეთერში მაღალმთიანი აჭარიდან გვერთვებოდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

26 ივლ 2018

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018