კორექტირებული პროექტები

#კონტაქტი
დღევანდელი. 21 მაისის „კონტაქტის " პირველი ნაწილი თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსს დაეთმო. . კონკურსი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა. კონკურსის პირობებზე და რეგიონის კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ ისაუბრა.
13-დან -20 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საავტორო კინოს მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალია დაგეგმილი .
კორონავირუსის პანდემიამ რა კორექტივები შეიტანა ბიაფის განრიგში -ამ თემაზე პირდაპირ ეთერში ბიაფის მენეჯერი ზვიად ელიზიანი გვერთვებოდა

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზე ვისაუბრეთ ,'კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის განყოფილების უფროსი მაია ქაშიბაძე და ტურისტული საინფორმაციო- ცენტრის ოპერატორი თაკო ბარათაშვილი გადაცემის მეორე ნაწილი კი ახალ ტურისტულ პროექტს დავუთმეთ---მაღალმთიან აჭარაში ალპური სათავგადასავლო მარშრუტი დასკვნით ეტაპზეა. ტელეფონით პირდაპირ ეთერში მაღალმთიანი აჭარიდან გვერთვებოდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

26 ივლ 2018

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018