
20 ივნისიდან საქართველოში ვიზიტორების მიღება დაიწყო იმ მუზეუმებმა, სადაც დაცულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები. ასეთ მუზეუმებს შორისაა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ როგორ ხორციელდება სამუზეუმო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ახალ რეალობაში
„კონტაქის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე და მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი გურამ ჩხატარაშვილი