მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქედის მუნიციპალიტეტში

# კონტაქტი

საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა დემოკრატიისა და ღია მმართველობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. იგი გულისხმობს ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას გადაწყვიტონ როგორ უნდა განვითარდეს მათი ქალაქი თუ მუნიციპალიტეტი.

დღევანდელი, 22 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.

ტელეფონით გვერთვებოდა ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე.

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018