
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ პროექტს ეთმობა.
ახალგაზრდობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, რათა იყვნენ წარმატებულები საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში .
დღევანდელი, 17 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებსაც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 2022 წელს განახორციელებს.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბაიძე.