# საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად #უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ატომური ელექტროსადგურები და საფრთხეები

„კონტაქტი

საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული უნდა ჰქონოდა , რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაეკეთებინა განაცხადი . თუმცა,უკრაინაში რუსული სამხედრო ნაწილების შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა პროცესი დააჩქარა . მას შემდეგ , რაც უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპარლამენტარების მხარდაჭერა მიიღო , ევროკავშირს საქართველომ მიმართა .

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი რომ გახდეს , განაცხადის შეტანის შემდეგ რა პროცედურებია გასავლელი და ევროკავშირში გაწევრიანებას სავარაუდოდ რა ვადა სჭირდება -ამაზე დღევანდელი, 4 მარტის გადაცემის პირველ ნაწილში პოლიტოლოგმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი მანველიძემ ისაუბრა.

რა ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს აფეთქებამ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ატომურ ელექტროსადგურებზე და რა პრობლემების წინაშე აღმოჩდებიან შავი ზღვის აუზის ქვეყნები და არა მხოლოდ ისინი- ამაზე საუბარს გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო. „კონტაქტის“ სტუმარი იყო ეკოლოგი , ასოციაციის „ფლორა და ფაუნა“ აღმასრულებელი დირექტორი კახა გუჩმანიძე.#საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018