
ოთხშაბათობით, ტრადიციულად, "კონტაქტში" სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ვეხებით
საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია- ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია.
„სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ერთ-ერთია მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ვრცელ ჩამონათვალში. ამჟამად „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს
ვის შეუძლია განაცხადის შევსება, რა ეტაპებია გასავლელი დაფინანსების მოსაპოვებლად,
რას აჩვენებს გამოცდილება და როგორია მოლოდინები- ამ თემას დაეთმო დღეს "კონტაქტი"
მასზე სასაუბროდ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანადაფინანსებისა და სახელშეკრულებო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი კარლო კეკელიძე მოვიწვიეთ სტუდიაში